როგორც "KazFootball.kz"-ის კორესპონდენტისთვის გახდა ცნობილი, გოგუა ხელფასითაა უკმაყოფილო - ის 4 000 დოლარს იღებს, რაც სხვა ლეგიონერებთან შედარებით, დაბალი ხელფასია. ხელმძღვანელობასთან ხელფასის გაზრდაზე ფეხბურთელს მოლაპარაკებები უკვე ჰქონდა, მაგრამ ისინი წარუმატებლად დასრულდა.
როგორც წყარო იტყობინება, ამჟამად გოგუასადმი ინტერესს ყაზახური "ორდაბასი" და "ატირაუ" იჩენენ.