კახა ცხადაძეს და "ინტერს" ილჰამ ალიევმა უმასპინძლა

AutoSharing Option
თანამეგობრობის თასის მომგებ ბაქოს "ინტერს" აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უმასპინძლა და გუნდის ხელმძღვანელობას, სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებს ეს გამარჯვება მიულოცა. ალიევმა მოგებული ტიტულითა და განსაკუთრებით ტურნირის მეოთხედფინალში სომხური "მიკას" დამარცხებით კმაყოფილება აქამდეც გამოხატა, ინტერელებთან შეხვედრისას კი კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამ გამარჯვების მნიშვნელობას.

თავის მხრივ, "ინტერის" პრეზიდენტმა გიორგი ნიკოლოვმა და მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ პრეზიდენტს მორალური თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს.

შეგახსენებთ, "ინტერს" ცხადაძესთან ერთად გიორგი ჩიხრაძე წვრთნის, გუნდში კი ექვსი ქართველი თამაშობს - გიორგი ლომაია, ილია კანდელაკი, ვალერი აბრამიძე, დავით ოდიკაძე,
კახა მჟავანაძე და ბაჩანა ცხადაძე.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ რუსული "სპორტ-ექსპრესის" ტრადიციულ გამოკითხვაში, რომელიც პოსტსაბჭოური ქვეყნების საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენას ისახავს მიზნად, იანვრის რეიტინგში ლომაია 23 ქულით მე-6 ადგილზეა, გამოკითხვას კი 57 ქულით მიუნხენის "ბაიერნის" უკრაინელი ნახევარმცველი ანატოლი ტიმოშჩუკი ლიდერობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული