ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის წილისყრა ქართველი ლეგიონერების კლუბებისთვის

AutoSharing Option
20 ივნისს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. არა მარტო ქართულმა კლუბებმა შეიტყვეს მეტოქეების ვინაობა, არამედ სხვადასხვა კლუბებში მოთამაშე ქართველმა ლეგიონერებმაც.

ჩემპიონთა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორა" გიბრალტარის "ლინკოლნს" შეხვდება და თუ ამ იოლ ბარიერს დაძლევს, II საკვალიფიკაციო ეტაპზე გლაზგოს "სელტიკს" შეხვდება.

III საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ გიორგი არაბიძის "შახტარი" და ნიკა კაჭარავას "როსტოვი", ამ ეტაპის კენჭისყრა ჯერ არ გამართულა.

ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე გიორგი გოროზიას "სტაბეკი" უელსურ "კონაჰსს" ხვდება. გოგიტა გოგუას "ორდაბასი" სერბულ "ჩუკარიჩკის" ხვდება.

შოთა
არველაძე
თელ-ავავის "მაკაბის" ახალი მწვრთნელია, მისი გუნდი ევროპალიგაზე სლოვენიურ "გორიცასთან" დუელით ერთვება. კახა ცხადაძის "ქაირათის" მეტოქე კი ალბანური "ტეუტაა".

II ეტაპიდან ჩაერთვება გათამაშებაში ლევან ყენიას ჩეხური "სლავია".

III საკვალიფიკაციო ეტაპიდან ითამაშებს ჯანო ანანიძის "სპარტაკი". ასევე თემურ ქეცბაიას აეკ-ი. აი, ჯაბა ლიპარტიას "ზორიას" კი ჯგუფურ ეტაპზე თამაში გარანტირებული აქვს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლიპარტია ნაკრებშია გამოსაძახებელი. რას ფიქრობს ვაისი?
შაკო
10:16 21-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული