გიორგი არაბიძე: არც მენეჯერი მყავს და არც უკრაინაში ვაპირებ დარჩენას

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელი გაზეთ "ლელოში" დაბეჭდილ, მიხეილ მეტრეველის ინტერვიუს გამოეხმაურა და რამდენიმე დეტალი დააზუსტა.

- გიორგი არაბიძის მენეჯერი: მას ახლა ეს ჰაერივით სჭირდება, რომ გაიზარდოს

ინტერვიუში მეტრეველმა, როგორც ფეხბურთელის მენეჯერმა, განაცხადა, რომ გიორგის რამდენიმე გუნდიდან აქვს წინადადება, მათ შორის, ბელგიიდან და ჰოლანდიიდან, თუმცა არც მისი რომელიმე უკრაინულ კლუბში იჯარით გადასვლა გამორიცხა.

არაბიძემ Sportall.ge-ს განუცხადა, რომ მას მენეჯერი არ ჰყავს, დონეცკური გუნდის დატოვება კი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გადაწყვეტილი ამბავია.

"არანაირი მენეჯერი არ მყავს. ვინც ჩემი სახელით
ინტერვიუებს იძლევა, ტყუილს ავრცელებს. თუ ვინმეს სიმართლე აინტერესებს, აგერ, გეუბნებით და სხვებს ნუ დაუჯერებთ - "შახტარიდან" ჩემი წასვლა გადაწყვეტილი ამბავია, მაგრამ უკრაინულ გუნდში, თანაც იჯარით, ნამდვილად არ მივდივარ", - გვითხრა გიორგიმ.
მკითხველის კომენტარები / 11 /
წამოვიდეს დინამოში დიდი სიამოვნებით მიიღებენ ალბათ.აქ კარგად ათამაშდება უფრო. ამის ნიჭი მას ნამდვილად აქვს.ამ ასაკიდან ეწყებათ ხოლმე მოგზაურობა ქართველ ფეხბურთელებს, რამდენი ნიჭიერი ფეხბურთელი დაკარგა საქართველომ, ახლა უნდა იყოს ფრთხილად და დაკვირვებულათ არაბიძე.
bebeto
13:57 30-06-2016
0
ფიფია მაგარი კაცია ის საქარტველოს ერტგულია
temo
11:00 30-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული