შოთა არველაძის გაწვრთნილმა თელ-ავივის "მაკაბიმ" შინ 3:0 მოუგო სლოვენიურ "გორიცას". ეს იყო არველაძის ოფიციალური დებიუტი ებრაულ გრანდში.
კახა ცხადაძის "ქაირათმა" კი სტუმრად 1:0 სძლია ალბანურ "ტეუტას" და გიგანტური ნაბიჯი გადადგა მეორე ეტაპისკენ, სადაც, თუ სენსაცია არ მოხდა, სწორედ შოთას "მაკაბისთან" მოუწევს ჭიდილი.
გიორგი გოროზიას "სტაბეკმა" გასვლაზე უელსურ "ქონაჰს" ვერ მოუგო - 0:0. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა ნორვეგიელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა.
ყაზახური "ორდაბასი" სტუმრად 0:3 დამარცხდა სერბულ "ჩუკარიჩკისთან". გოგიტა
ქართველ მსაჯთა ბრიგადამ (გიორგი ყრუაშვილი, დავით ჩიგოგიძე, ბესიკ ჭიჭინაძე, დავით ხარიტონაშვილი) განსაჯა ბულგარული "ბეროესა" და ბოსნიური "რადნიკის" შეხვედრა, რომელიც 0:0 დასრულდა. გიორგი ყრუაშვილმა ორივე გუნდიდან 3-3 ფეხბურთელი გააფრთხილა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"