სავარაუდო ტრანსფერი: თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ჭანტურია ერთად რუსულ კლუბში?

AutoSharing Option
თორნიკე ოქრიაშვილი ოფიციალურად ჯერ კიდევ ბელგიური "გენკის" ფეხბურთელად ითვლება, მაგრამ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერს იქ გაჩერება არ სურს. როგორც შევიტყვეთ, მისმა მენეჯერმა კლუბთან შეთანხმებას მიაღწია და კონტრაქტი შედარებით დაბალი კომპენსაციის საფასურად გაწყდება, ბელგიელები კი ამას ხელს არ შეუშლიან.

24 წლის ოქრიაშვილმა დასრულებული სეზონის მეორე ნახევარში იჯარით თურქულ "ესქიშეჰირში" ითამაშა, რომელიც სუპერლიგიდან გავარდა. ქართველმა ამ გუნდთან ერთად პირველ ლიგაში თამაში გამორიცხა და ახალი კლუბის ძიებას შეუდგა.

როგორც შევიტყვეთ, ოქრიაშვილს რამდენიმე საინტერესო წინადადება აქვს. ერთი კონკრეტულია - მასთან ხელშეკრულების გაფორმებით რუსეთის პრემიერლიგის
კლუბი, ეკატერინბურგის "ურალია" დაინტერესებული, რომელთანაც ცოტა ხნის წინ კონტრაქტი გიორგი ჭანტურიამ გააფორმა.

მაგრამ ოქრიაშვილს ევროპის რომელიმე ტოპ-ლიგაში გადასვლა სურს და აიმედებენ კიდეც, რომ არის ვარიანტები ესპანეთში ან საფრანგეთში. ამიტომ რუსებს ჯერ საბოლოო პასუხს არ ეუბნება.

ის ბელგიაში 1-ელ ივლისს ჩავა, მერე კი, დიდი ალბათობით, ახალ გუნდს შეუერთდება - მოლაპარაკებები ესპანეთისა და საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონების გუნდებთან მიმდინარეობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 34 /
ვიცინო თუ ვიტირო არ ვიცი :D :D :D :D :D

ეგ 2 ერთად იქ რა ამბებს დაათევს :D
giga
01 ივლისი 2016 15:24
0
gia-ს. შენს კომენტარს შენ თვითონ ცემ პასუხს. მართალი ხარ. არავინ აგლიჯავს მკლავებს ჩვენი ნაკრების ლიდერებს ევროპის ტოპ კლუბებიდან და სხვა რა გზაა. არ ვფიქრობ, რომ რუსეთში წასვლა ნაკრებისათვის კარგია. ამ დღეებში რუსეთის ნაკრების მცველმა ბერეზუცკიმ აღიარა, რომ თუ ჩვენი ფეხბურთელები დროზე არ წავლენ ევროპის ქვეყნებში სათამაშოდ, ნაკრებს არ ექნება კარგი შედეგიო. ასიანია ეს კაცი. ჩვენები კი რუსეთში გარბიან. ამით ყველაფერია ნათქვამი.
giga
01 ივლისი 2016 15:24
0
25 000 $ გადაგიხადონ თვეში და რუსეთში კიარა ყირგიზეთშიც წახვალთ ! გარედან ადვილია ლაპარაკი,იმის მაგივრად ფეხბურთელები გაამხნევოთ,ჩასაფრებულები ხართ რო ვიღაცას დასცინოთ და გააკრიტიკოთ.სლოვალეთის ნაკრების ერთერთი წამყვანი ფეხბურთელი "ვლადიმერ ვაისი " ყატარში თამაშობს და რა ამით ცუდი ფეხბურთელია? განსაჯეთ ნაკრებში ჩატარებული თამაშით ქართველი ფეხბურთელები,ფეხბურთელის კლუბური არჩევანი უკვე თავისი პირადი საქმეა და ამოვიდა ყელში ერთი და იგივე.
პ.ს თევენ თავიან საქმეში წარმატებული ხართ ???????
თორნიკე
01 ივლისი 2016 15:22
0
სტატიის ფრაზებს დააკვირდით:

1. "რამდენიმე საინტერესო წინადადება აქვს. ერთი კონკრეტულია".

(წინადადება თუ არსებობს ესეგი იქ უკვე კონკრეტიკაა! ალბათ გინდოდათ გეთქვათ ან განგებ არ წერთ, რომ მხოლოდ 1 წინადადება აქვს და დანარჩენი ლაპარაკი ვითომ ესპანურ და ფრანგულ კლუბებზე მხოლოდ ჭორი აღმოჩნდა).

2. "მაგრამ ოქრიაშვილს ევროპის რომელიმე ტოპ-ლიგაში გადასვლა სურს".

(მეც მსურს გადავიდე ტოპ კლუბში და ზლატანივით კვირაში 290 000 ევრო მქონდეს მარა სადაა? უნდა რა ვაშლია?!)

3. "მისმა მენეჯერმა კლუბთან შეთანხმებას მიაღწია და კონტრაქტი შედარებით დაბალი კომპენსაციის საფასურად გაწყდება".

(რა შეთანხმების მიღწევა უნდოდა მაგას? გენკს რომ სჭირდებოდეს არც თურქეთში გაუშვებდა და როცა ბელგიაში იყო სკამზეც არ დასვავდა! ფაქტია რომ უნდათ დროზე მოიშორონ, რომ ხელფასი ტყუილად არ უხადონ და ყველაფერზე თანახმა არიან. რამედ რომ ღირდეს ვინმე გაუშვებდა ასე უფასოდ ან კაპიკებში?)


zaza
01 ივლისი 2016 15:07
0
რატო არ დებთ ჩემს კომენტარს?>
ლუკა
01 ივლისი 2016 14:59
0
რუსეთიცაა და რუსეთიც! ზენიტი, ცსკა, სპარტაკი, თუნდაც როსტოვი, ლოკომოტივი, მოსკოვის დინამო ან ჯანდაბას რუბინი მაინც რომ იყოს კარგი მაგრამ ურალი, უფა, მორდოვია, კრილია და ასეთი პაჭი-პუჭა გუნდებში სქართველოს ნაკრების ლამის ლიდერი რა უბედურებაა??

მაგრამ რას იზავ? ესაა ამათი დონე...

gia
01 ივლისი 2016 14:47
0
გეკს თუ არ სჭირდება, გენკზე უკეთესი რატო წაიყვანს?
leo
01 ივლისი 2016 14:43
0
ზაზა საღოლ, მეც მაგის დასაწერად შემოვედი
მინდია
01 ივლისი 2016 14:43
0
მაშინ, იმ სტატიაზე - "ესპანელები განსაკუთრებით აქტიურობენო", ეს კომენტარი დავწერე და ვაკოპირებ:

"ესპანელები ძალიან აქტიურობენ (ანუ ვითომ სხვებზე მეტად) და ოქრი გენკში იმალება, არ წამოვალო??? რას წერთ??? არ გრცხვენიათ???

მე გითხრათ რეალურად როგორაა?!

სინამდვილეში ასეა:

არსებობს გარკვეული ინტერესი ევროპული კლუბისგან თუმცა რადგან კონკრეტული წინანდადებით ჯერ არავის მიუმართავს, ოქრიაშვილი იძულებულია იმ გუნდში დაბრუნდეს რომელსაც ეკუთვნის ტრანსფერი და იმედი იქონიოს რომ მისი აგენტი მამუკა ამიროვი უპოვნის გუნდს.

აი ეს არის რეალური სურათი და ასე უნდა დაწეროთ! რეალურად გადავა რუსეთის, უკრაინის ან თურქეთის უამბიციო მაჩანჩალა გუნდში! ესპანეთი არა ბარსა მომინდომეთ კიდე!!

არ დაბლოკოთ!
zaza
01 ივლისი 2016 14:36
0
როგორ იყო, განსაკუთრებით ესპანური გუნდები აქტიურობენოოო? სასაცილოები ხართ... )))
zaza
01 ივლისი 2016 14:30
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული