უხელფასობის გამო "დნიპროდან" მთავარი მწვრთნელი წავიდა, რას იზამს სანდრო კობახიძე?

AutoSharing Option
"ასეთ პირობებში მუშაობის გაგრძელების აზრს ვეღარ ვხედავ. თანამდებობიდან გადავდექი. არ ვიცი, ვინ რას ფიქრობს, მაგრამ მე უკვე მივიღე გადაწყვეტილება. უფასოდ ვერ ვიმუშავებ...

არ ვიცი, რა ბედი ელის "დნიპროს". მე მითხრეს, რომ გუნდი იქნება და უცხოეთშიც წავა შეკრებაზე, მაგრამ საკითხავი ისაა, როგორი იქნება ეს გუნდი. ერთმანეთის მიყოლებით ვკარგავდით ფეხბურთელებს და ყველამ ვიცით, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება", - განაცხადა "დნიპროს" აწ უკვე ყოფილმა მწვრთნელმა მირონ მარკევიჩმა.

მაგრამ ჩვენ ახლა უფრო სანდრო კობახიძის ბედი გვაღელვებს. როგორც შევიტყვეთ, ძალიან დიდი შანსია, რომ ჩვენებურმა
უკრაინული კლუბი დატოვოს.

უკვე კარგა ხანია, "დნიპროს" ფეხბურთელები უხელფასოდ თამაშობენ, ასეთ ვითარებაში კი შესაძლებლობების წარმოჩენის შანსი არ არსებობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოკლედ, ქართველი სადაც გადავა, კარგი რომც იყოს ის გუნდიც ბანძდება...
zaza
14:50 01-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული