ცნობილია, რომ 24 წლის ოქრიაშვილი ბელგიურ კლუბში აღარ დარჩება, ის იქ მხოლოდ ფორმის შესანარჩუნებლად ვარჯიშობს, ახალ კლუბს კი დაახლოებით ერთ კვირაში გაარკვევს.
როგორც შევიტყვეთ, ევროპული კლუბების გარდა, ნაკრების შემტევის გადაბირებით რუსული გუნდებიც არიან დაინტერესებულნი, მათ შორის - ეკატერინბურგის "ურალი", მაგრამ ოქრიაშვილს უფრო ევროპაში სურს თამაში და რუსული პერსპექტივა მაინცდამაინც არ ხიბლავს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"