"ბოლო დროს "მარსელიდან" ბევრი ფეხბურთელი მიდის - სტივ მანდანდა, ნიკოლას ნკულუ, მიში ბატშუაი; მალე წავა ლასანა დიარაც. ვინ შეცვლის მათ? ჩვენ გთავაზობთ კიდევ ერთ ფეხბურთელს", - წერს საიტი.
"ჯაბა კანკავა 30 წლისაა, ის "რეიმსის" წევრია, საყრდენი ნახევარმცველია და დაახლოებით 2,5 მილიონი ევრო ღირს.
მან წარმატებით გაიარა აკლიმატიზაცია ლიგა 1-ის კლუბში, რაც აუცილებლად გამოადგება მის მომავალ კლუბს. მიუხედავად იმისა, რომ "რეიმსი" გავარდა, ჯაბა კანკავას თავი ურიგოდ არ წარმოუჩენია.
რატომ გამოადგება კანკავა "ოლიმპიკს"? პირველი
ვფიქრობთ, ახლა ბაზარზე კარგი სიტუაციაა საიმისოდ, რომ კანკავა იაფად, 1-2 მილიონ ევროდ შეიძინოს "ოლიმპიკმა", - წერს საიტი.