ქართველი სპეციალისტების დუელი 14 და 21 ივლისს, შესაბამისად, ალმათისა და თელ-ავავში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "მაკაბიმ" გზიდან სლოვენიური "გორიცა" ჩამოიცილა (3:0, 1:0), "ქაიართმა" კი - ალბანური "ტუეტა" (1:0, 5:0).
ახლახან შოთამ "მაკაბის" ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა, სადაც მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
"ჩვენთვის სეზონი მხოლოდ ახლა იწყება. "გორიცასთან" თამაშის დროსაც კი ისეთი გრძნობა
ჩვენი მომდევნო მეტოქე "ქაირათია". კარგია გუნდია - ბრწყინვალე ფეხბურთელებითა და მწვრთნელით. მათი უპირატესობა კი ისაა, რომ ყაზახეთში გახურებული საფეხბურთო სეზონია და უკვე ოცი მატჩი აქვთ ჩატარებული", - თქვა არველაძემ.
საქართველოს ნაკრებში ყოფილ თანაგუნდელთან დაპირისპირებაზე კომენტარი ცხადაძემ უმალ გააკეთა, როგორც კი მისმა გუნდმ ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია.
"მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც მუდამ მხარში გვიდგანან. მადლობა ფეხბურთელებს, რომ არ გაგვაწბილეს. მაგრამ სიხარულის დრო არაა, უნდა დავივიწყოთ განვლილი მატჩი. სულ მალე, მეორე რაუნდში ურთულესი შეხვედრები გველოდება "მაკაბისთან", - თქვა ცხადაძემ "ტეუტას" ბარიერის წარმატებით დაძლევის შემდეგ.