უეფას რეკორდები: ლევან მჭედლიძე კვლავ მხოლოდ გარეთ ბეილს ჩამორჩება

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატი დასრულდა და უეფამ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა უეფას ევროპული ტურნირების ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორების სია.

ევროპის ჩემპიონატების (საკვალიფიკაციოს ჩათვლით) ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი გარეთ ბეილია. უელსელი 17 წლისა და 83 დღის იყო, როცა სლოვაკეთის ნაკრებს გაუტანა. ეს 2006 წელს მოხდა, თუმცა უელსი იმ შეხვედრაში 1:5 განადგურდა.

ერთი წლის შემდეგ ბეილის რეკორდის მოხსნამდე ცოტა დააკლდა ლევან მჭედლიძეს, რომელმაც შოტლანდიის ნაკრებს გაუტანა (2:0) 17 წლისა და 207 დღის ასაკში. დღემდე ეს შედეგი მეორეა ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში.

მესამე ადგილზე ებრაელი ბენ საჰარია
(ისრაელი-ესტონეთი 4:0, 2007) - 17 წლისა და 230 დღის. მეოთხეზე კი უეინ რუნია (მაკედონია-ინგლისი 1:2, 2003).

ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე კი ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი იოჰან ფონლანტენია, რომელმაც შვეიცარია-საფრანგეთის მატჩში (1:3, ევრო 2004) 18 წლისა და 141 დღის ასაკში გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
არადა იყო შანსი მამამის რაუთხარი სად ვერ გათვალა დარტყმა:):):)ავტორ მგარია ცოტა დააკლდა მომეწონა:)
lasha
13 ივლისი 2016 12:22
0
ბეილამდე ბევრი უკლია...
status quo
12 ივლისი 2016 20:30
0
ცოტა როგორ დააკლდა? შორიდან რომ დაერტყა 17 წლის და 82 დღის შეიძლებოდა ყოფილიყო? :)))))))
odala
12 ივლისი 2016 19:08
0

სიახლეები პოპულარული