ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლეგიონი გუშინ: კახა ცხადაძის "ქაირათმა" სტუმრად კონკურენტ "ირტიშს" მოუგო

AutoSharing Option
ალმათის "ქაირათმა", რომელსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი კახა ცხადაძე წვრთნის, მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა. "ქაირათმა" ყაზახეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩში სტუმრად პავლოდარში, უშუალო კონკურენტი "ირტიში" ანგარიშით 3:2 დაამარცხა და ცხრილში პოზიცია გაიმყარა.

მასპინძელთა რიგებში 75-ე წუთამდე ითამაშა შოთა გრიგალაშვილმა.

ყაზახეთის ჩემპიონატის პირველი წრის დასრულებამდე ტურით ადრე ცხადაძის გუნდს 43 ქულა აქვს და ლიდერ "ასტანას" 10 ქულით ჩამორჩება. 38 ქულით მესამე პოზიციაზე "ირტიშია".

შეგახსენებთ, რომ ცხადაძის გუნდი ევროპალიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზეც თამაშობს, სადაც მეტოქედ შოთა არველაძის გაწვრთნილი თელ-ავივის "მაკაბი" ჰყავს.
ასევე დაგაინტერესებთ