ლეგიონი ჩემპიონთა ლიგაში: ბატე ფინეთს ვაკო გვილიასთან ერთად ესტუმრა

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი ვაკო (ვალერიან) გვილია ბორისოვოს ბატე-სთან ერთად ფინეთში გაემგზავრა, სადაც მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ადგილობრივ "სეინიაიოკის" დღეს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება მინსკში ბატე-ს გამარჯვებით, 2:0 დასრულდა, მასპინძელთა რიგებში კი 22 წლის ქართველი ნახევარმცველის ოფიციალური დებიუტი შედგა. ვაკო მოედანზე შეხვედრის მიწურულს, 84-ე წუთზე შევიდა.

- ლეგიონი ჩემპიონთა ლიგაში: ვაკო გვილიას დებიუტი ბატე-ში შედგა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული