შოთა არველაძე: ძირითადში ის ითამაშებს, ვინც თავს შრომით მომაწონებს

AutoSharing Option
დღეს, 21 ივლისს, ევროპალიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართება. ქართველი გულშემატკივრებისთვის ყველაზე საინტერესო მატჩი კი თელ-ავივში ჩატარდება, სადაც ერთმანეთს შოთა არველაძისა და კახა ცხადაძის გაწვრთნილი გუნდები, შესაბამისად, "მაკაბი" და "ქაირათი" დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 სთ-ზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ქართველი სპეციალისტების მიერ გაწვრთნილი გუნდების პირველი შეხვედრა ალმათიში ფრედ, 1:1 დასრულდა.

- ლეგიონი ევროპალიგაზე: ზავი "ქართულ დერბიში", კვეკვესკირის გოლი [VIDEO]

საპასუხო მატჩის წინა დღეს შოთა არველაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"იმედი მაქვს, ჩვენი ფეხბურთის ჩვენებას მოვახერხებთ - ისე, როგორც ეს ყაზახეთში გამართული
შეხვედრის მეორე ნახევარში შევძელით. მატჩის დაწყებიდან ნახევარი საათის გასვლის შემდეგ ვაჩვენეთ ძალა და სტუმრად მნიშვნელოვანი გოლიც გავიტანეთ.

რაც შეეხება ახალ სეზონს, ის ძალიან გრძელია და თითქმის 50 კვირას გასტანს. შესვენება ძალიან ხანმოკლეა. იმედია, ბიჭები გაუძლებენ და ბალანსს მთელ დისტანციაზე შეინარჩუნებენ. ვფიქრობ, მას როგორც მორალურად, ისე ფიზიკურად კარგ ფორმაში მყოფნი ვხვდებით.

რაც შეეხება ტრანსფერებს, მხოლოდ ის მოთამაშეები შევიძინეთ, რომლებიც აუცილებლად დაგვჭირდება და სამწვრთნელო შტაბს მოხიბლავენ. ჭორებზე კომენტარებს არ გავაკეთებ. მომწონს გუნდის ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც შემადგენლობაში დამკვიდრებისთვის იბრძვის. ძირითადში ადგილს მოიპოვებს ნებისმიერი, ვინც შრომით თავს მომაწონებს", - თქვა არველაძემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული