გიორგი არაბიძემ მოედანზე გამოსვლიდან 1 წუთში საჯარიმო დარტყმით გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 ივლისს, უკრაინის 21-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ ტურში, გიორგი არაბიძის დონეცკის "შახტარმა" "ზვეზდა" გაანადგურა.

დონეცკელებმა ანგარიშით 6:0 მოიგეს, არაბიძემ კი 1 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელი გუნდის ძირითად შემადგენლობაში არ იყო. არაბიძე მოედანზე მატჩის 65-ე წუთზე გამოჩნდა, 1 წუთში კი თავი გოლით გამოიჩინა.

შეგახსენებთ, რომ "შახტარის" პირველმა გუნდმა არაბიძე ჩემპიონატის განაცხადში შეიყვანა.

ასევე იხილეთ:
- გიორგი არაბიძე დონეცკის "შახტარში" რჩება?
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული