შოთა არველაძე ამისულაშვილის შემცვლელის პოვნას ვერ ასწრებს

AutoSharing Option
ალექსანდრე ამისულაშვილის მოულოდნელი ტრანსფერი ბოლო დღეების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო მოვლენაა და ამიტომაც გუშინ იმის გარკვევა ვცადეთ, თუ რატომ გადაწყვიტა საქართველოს ნაკრების მცველმა "ქაისერისფორიდან" კრასნოდარის "კრასნოდარში" გადასვლა.

ჩვენს ხელთ არსებული სარწმუნო ინფორმაციით, "ქაისერის" თავკაცი შოთა არველაძე ამისულაშვილს სეზონის მსველობისას აფრთხილებდა, რომ თუ წასვლას მოინდომებდა, საქმის კურსში დროულად ჩაეყენებინა, რათა კლუბს მისი შემცვლელის პოვნა მოესწრო. ამის მიუხედავად, არველაძემ და კლუბის ხელმძღვანელობამ მისი წასვლის შესახებ სულ ბოლო მომენტში შეიტყვეს.

ამისულაშვილს თურქეთში ხელფასი საგრძნობლად კი გაუზარდეს, მაგრამ "კრასნოდარის" მიერ შეთავაზებული პირობები გაცილებით ხელსაყრელი
აღმოჩნდა. "ქაისერის" ქართველმა მწვრთნელმა სატელევიზიო კომენტარში დაადასტურა, რომ ამისულაშვილის პოზიციაზე სხვა კვალიფიციური ფეხბურთელის შეძენას ვერ ასწრებენ.

ამისულაშვილმა "ქაისერიდან" წასვლა კონტრაქტში ჩადებული ერთი პუნქტის წყალობით შეძლო: თურქული კლუბი ქართველს იმ შემთხვევაში არ დააბრკოლებდა, თუ მის სანაცვლოდ მინიმუმ 3 მილიონ ევროს გადაიხდინენ.

შევეცდებით, ამ ამბის ახალ დეტალებზე "ლელოს" უახლოეს ნომრებში კიდევ გიამბოთ.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული