შეგახსენებთ, რომ ანანიძემ რუსეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში ტულის "არსენალთან" პირველი ორი გოლი გაიტანა, ხოლო "სპარტაკმა" საშინაო შეხვედრა ანგარიშით 4:0 მოიგო.
მატჩის შემდეგ "სპარტაკის" თავკაცმა დმიტრი ალენიჩევმა ჩვენებური შეაქო: "ჯანოს კიდევ უფრო უკეთ შეუძლია თამაში. გავიხსენოთ, "როსტოვში" ძიუბასთან რა ტანდემი ჰქონდა. წინასასეზონო შეკრების წინ დაველაპარაკე და ვუთხარი, რომ ვენდობი. ვუთხარი, რომ თუ არ ექნება ტრავმები და მოინდომებს, ის აუცილებლად ითამაშებს. შეკრებაზე ის ძალიან კარგად მუშაობდა. ახლა ჯანო საოცრად გამოიყურება".
რუსეთის
კიდევ ერთი ექსსპარტაკელი ვაგიზ ხიდიატულინი: "კარგმა საწვრთნელმა შეკრებამ და მწვრთნელთან საუბარმა "გახსნა" ჯანო ანანიძე. ის კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს, რომელიც უყვარს გულშემატკივარს და "სპარტაკის" საფირმო სტილია".
- ლეგიონი: ჯანო ანანიძის დუბლი ექვსწლიანი პაუზის შემდეგ! [VIDEO]
- ლეგიონი ევროპალიგაზე: კაცი კაცსა შემოსტყორცნა - ჯანოს გოლი-შედევრი [VIDEO]