მეტიც, ჯანოს მეორე გოლი ტულის "არსენალის" კარში შორი დისტანციიდან, ტურის საუკეთესო გოლად დასახელდა, ხოლო პირველმა გოლმა მესამე ადგილი დაიკავა.
"ჯანო დიდებულ ფორმაშია და "სპარტაკის" ერთ-ერთი ლიდერია. ქართველი ნახევარმცველი "არსენალთან" სოლირებდა. მე-6 წუთზე ჯანომ ტექნიკურად დაარტყა შორეულ კუთხეში.
ჯანოს მეორე ბურთი კიდევ უფრო ეფექტური იყო. მან ლამაზი დარტყმით 25 მეტრიდან დალაშქრა მეტოქის კარი", - წერს საიტი.