ლეგიონი: ჯიმი ტაბიძემ "გენტის" ახალგაზრდულ გუნდში გაიტანა

AutoSharing Option
ჯიმი ტაბიძემ "გენტის" ახალგაზრდულ შემადგენლობაში გამოიჩინა თავი. "საბურთალოს" ყოფილმა მცველმა ამხანაგურ შეხვედრაში ულამაზესი გოლი გაუტანა "ლილის" დუბლებს.

20 წლის უკანახაზელი შეტევაში ჩაერთო და გადმოვარდნილ ბურთს მძლავრად დასცხო. ეს შეხვედრის პირველ ტაიმში მოხდა.

ტაბიძემ მატჩი სრულად ჩაატარა. 70 წუთი ითამაშა "გენტის" მეორე ქართველმა, გიორგი ბერიძემ. ეს იყო ბელგიური კლუბის ბოლო სპარინგი ჩემპიონატის დაწყების წინ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული