მათე ვაწაძე: სიმართლე ის არის, რომ "დინამოდან" არავინ შემხმიანებია

AutoSharing Option
კულუარებში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს თბილისის "დინამო" საქართველოს ნაკრებისა და დანიური "ორჰუსის" 27 წლის ფორვარდის, მათე ვაწაძის გადაბირებითაა დაინტერესებული, იმ ვაწაძის, ვინც სწორედ "დინამოს" აღზრდილია.

ცხადია, "ლელო" უმალ მათეს დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა:

"პირველი არ ხართ, ვინც ამ თემაზე მირეკავს, სიმართლე კი ის არის, რომ "დინამოდან" არავინ შემხმიანებია", - გვითხრა ვაწაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამო", რომელსაც ევროპალიგის პლეი ოფში ბერძნულ პაოკ-თან დაპირისპირება ელის, სულ ახლახან ფორვარდებმა, გიორგი ქვილითაიამ და ნიკოლოზ გელაშვილმა დატოვეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ვაწაძეს ნუ აკრიტიკებთ. ჩაწერეთ და ნახეთ ამ კაცის გოლები. ერთადერთი ფორვარდია საქართველოში. მჭედლიძესაც ასი თავით ჯობია ნაკრებში. უბრალოდ სხვებივით იღბალი არ აქვს. მიდი უბერე ვაწააა
0
დინამოს სკაუტი მოხსენით სასწრაფოდ ჯერ ლეგიონერების მოყვანისთვის და მერე თვალი გაახილეთ ყველამ)) ფუ როგორ ვერ ვიტან დინამოს მწვრთნელს კურიეზე რომ იძახდა კარგი შენაძენია გამოგვადგებაო))) სკრიბეზე ხო გაგვიმართლა ეს რომ გადმოვიდაო საფრანგეთის მეორე დივიზიონის 18(14) გუნდიდან
svani
14:41 08-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული