ლეგიონი გუშინ: გიორგი ლორია წაგებული მატჩის გმირია! [VIDEO]

AutoSharing Option
8 აგვისტოს რამდენიმე იმ გუნდმა ითამაშა, სადაც ქართველი ფეხბურთელები ირიცხებიან.

ორი მათგანი ერთმანეთს რუსეთის პრემიერლიგაში დაუპირისპირდა. მეორე ტურში ჯანო ანანიძის მოსკოვის "სპარტაკმა" გიორგი ლორიას გუნდს, სამარის "კრილია სოვეტოვს" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

ევროპალიგიდან კვიპროსული აეკ-ის მიერ დათხოვნილი "სპარტაკი" პირველად გაიყვანა მოედანზე იტალიის ნაკრებსა და "იუვენტუსში" ნამუშევარმა მასიმო კარერამ. მოსკოველთა განაცხადშიც არ იყო ჯანო ანანიძე - საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა კვიპროსელებთანაც ტრავმით ითამაშა და "სპორტ-ექსპრესის" ცნობით, ახლა მკურნალობს. მას კუნთის სპაზმი აქვს, მაგრამ მოსკოველები იმედოვნებენ, რომ ქართველი 13 აგვისტოს ყაზანის "რუბინთან" სათამაშოდ
მზად იქნება. ამ დროისთვის კი, შესაძლოა, ჯანოს გუნდის მთავარ მწვრთნელად ცნობილი სპეციალისტი ყურბან ბერდიევი დახვდეს.

"სპარტაკი" "კრილიასთან" დიდ უპირატესობას ფლობდა, რეალური საგოლე მომენტებიც შექმნა და სამარელთა დაცვის ჩავარდნით ერთხელ მაინც ისარგებლა. მოსკოველებმა მხოლოდ 70-ე წუთზე, ანდრეი იეშჩენკოს გოლით მოახერხეს მეტოქის კარის აღება და ეს უფრო მეტჯერ რომ არ მოხდა, ყველა რუსული გამოცემის მტკიცებით, სტუმართა მეკარე გიორგი ლორიას დამსახურებაა.
იხილეთ ვიდეო
გიორგი ლორიას საუკეთესო მომენტები "სპარტაკთან" მატჩში
Sportall.Ge

საქართველოს ნაკრების კიპერმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და "სპორტ-ექსპრესმა" მატჩის გმირადაც დაასახელა. ლორიამ მართლაც რამდენიმე ურთულესი ბურთი მოიგერია.

* * *
ჩეხეთის უმაღლეს ლიგაში "სლავია" შინ "ზლინს" დაუზავდა - 2:2. პრაღელთა ნახევარმცველმა ლევან ყენიამ შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 79-ე წუთზე შეცვალეს.

მისი გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ 0:2-ს აგებდა. მეორე ტაიმში ქართველმა მოედნის ცენტრიდან ბურთი სამ მეტოქეს შორის გაჭრა და მშვენიერი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა ერთ-ერთი თანაგუნდელი, რომელმაც ჩინებული შანსი ვერ გამოიყენა.

* * *
ბელორუსის ჩემპიონატში ბორისოვოს ბატე-მ სტუმრად 2:0 დაამარცხა სოლიგორსკის "შახტიორი". საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი ვაკო გვილია მოედანზე 87-ე წუთზე, დუბლის ავტორ ვიტალი როდიონოვის ნაცვლად გამოჩნდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ყოჩაღ ლორია, ასე გააგრძელე.
თემო
23:01 10-08-2016
0
რა ვერ მოიკიდა ფეხი ნორმალურ კლუბში.
დათო
15:02 10-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული