ჯაბა კანკავას საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბის ვარიანტი გამოუჩნდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ კარიერა, შესაძლოა, კვლავ საფრანგეთში გააგრძელოს.

ქართველი ნახევარმცველით ფრანგული "ნიცაა" დაინტერესებული, თუმცა ოფიციალური წინადადებით ჯერ არ მიუმართავს. აღნიშნულ ინფორმაციას sport24 L'Equipe-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მართალია, ახლა კანკავა "რეიმსში" ვარჯიშობს, მაგრამ ქართველს საფრანგეთის მეორე ლიგაში თამაში არ სურს. ამიტომ, კონტრაქტის შემოთავაზების შემთხვევაში, ალბათობა იმის, რომ კანკავა "ნიცაში" გადავა, დიდია, რადგან "ნიცა" ლიგა 1-ის წარმომადგენელია.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში კანკავა ფრანგული "რეიმსის" ღირსებას იცავდა, სადაც 27 მატჩი ჩაატარა. "რეიმსი" ლიგა 1-იდან გავარდა, რის გამოც ჯაბამ გუნდის
დატოვება გადაწყვიტა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეხლა არ გადმოვა დინამოში მაგრამ ჯაბა დინამოში ვაწა თავდასხმაში რევიშვილი მეკარე)) სამომავლოდ გამოადგება
svani
12:41 09-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული