"კრასნოდარი" რუსულ პრემიერლიგაში სადებიუტო სეზონს ჩაატარებს. კლუბს ძალიან ხანმოკლე ისტორია აქვს - 2008 წელს შეიქმნა, პრემიერლიგაში კი იმიტომ მოხვდა, რომ სათანადო სახსრების უქონლობის გამო ელიტაში ადგილი რამენსკოეს "სატურნმა" დაკარგა. გუნდს ცნობილი სერბი სპეციალისტი სლავოლიუბ მუსლინი
დღეს "კრასნოდარი" მესამე მოსამზადებელ შეკრებას იწყებს თურქულ "ბელექში" და ალეკო ახალ გუნდს იქვე შეუერთდება. 23 თებერვალს მუსლინის გუნდი ტესტმატჩს ნოვოსიბირსკის "სიბირთან" ჩაატარებს და ამისულაშვილის დებიუტიც ალბათ იქ შედგება.
შეგახსენებთ, ამისულაშვილი მის აწ უკვე ყოფილ კლუბ "ქაისერში" გასულ ზაფხულს ნალჩიკის "სპარტაკიდან" გადავიდა და შოთა არველაძის გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფიგურადაც იქცა. თურქეთის ჩემპიონატში მან 21 მატჩის ჩატარება და ორი გოლის გატანა მოასწრო.
ყველაზე ხანგრძლივი და წარმატებული პერიოდი ამისულაშვილს ნალჩიკში აქვს გატარებული. "სპარტაკის" ღირსებას იგი სამწელიწადნახევრის განმავლობაში იცავდა და 98 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა.
.