თემურ ქეცბაიას გუნდი საბერძნეთის ჩემპიონატის ბოიკოტირებით იმუქრება

AutoSharing Option
წამყვანი ბერძნული კლუბები: "პანათინაიკოსი", აეკ-ი და პაოკ-ი საბერძნეთის ჩემპიონატის სტარტის ბოიკოტირებით იმუქრებიან. ამის მიზეზი საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის უარია მატჩებზე არბიტრების დანიშვნის სისტემის შეცვლის მოთხოვნაზე.

შეგახსენებთ, რომ ათენის აეკ-ის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა, ხოლო სალონიკის პაოკ-ი ევროპალიგის პლეი ოფში თბილისის "დინამოს" მეტოქეა.

კლუბები აცხადებენ, რომ ემიჯნებიან "დამნაშავე ადამიანებისა და მსაჯების მიერ ორგანიზებულ ლიგას" და ჩემპიონატის ახალ სეზონში მონაწილეობას არ მიიღებენ, თუკი ფეხბურთის ფედერაცია არ შეცვლის გადაწყვეტილებას, მატჩებზე მსაჯების დამოუკიდებლად დანიშვნის თაობაზე.

საბერძნეთის სუპერლიგის სტარტი 20 აგვისტოსაა დაგეგმილი.
მკითხველის კომენტარები / 2 /
აააუუუუუუ გაუკვირდაა რაააააააა... გაუკვირდა....
vigac
12 აგვისტო 2016 13:59
0
ფუ ქართველი სადაც კი მივიდა გინდ მწვრთნელი იყოს გინდ ფეხბურთელი ან გაკოტრდა ის გუნდი ან გავარდა ან კიდე ყველა მეშვიდეხარისხოვან ფეხბურთელებად იქცნენ
ucxoplaneteli
12 აგვისტო 2016 13:54
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული