პრაღის "სლავიამ", პირველი მატჩის დარად, მეორე შეხვედრაც წააგო (0:3) ბელგიაში, იქაურ "ანდერლეხტთან". სტუმართა შორის ტრავმის გამო არ უთამაშია ლევან ყენიას. ის გუნდს ბელგიაში წაჰყვა, თუმცა წინასამატჩო ვარჯიშისას კუნთი დაეჭიმა.
ბატე-სა და "ასტანას" შეხვედრაში ფრე დაფიქსირდა - 2:2. პირველი მატჩი შინ ყაზახებმა მოიგეს (2:0) და ჯგუფურ ეტაპზეც მოხვდნენ. ბატე-ს რიგებში სათადარიგო იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია.
ევროპალიგის ჯგუფში ზედიზედ მეორედ მოხვდა ნიკა კვეკვესკირის "გაბალა".
გიორგი ქვილითაიას "რაპიდმა" პირველი, საგარეო შეხვედრა 4:0 მოუგო სლოვაკურ "ტრენჩინს", საპასუხო მატჩში კი 0:2 დამარცხდა. ამის მიუხედავად, ავსტრიული გრანდი ევროპალიგის ჯგუფში მოხვდა. ქვილითაიას ტრავმის გამო არ უთამაშია.
შოთა არველაძის "მაკაბიმ" ისრაელში მოპოვებული გამარჯვების (2:1) შემდეგ, გასვლაზე იმავე ანგარიშით წააგო სპლიტის "ჰაიდუკთან". დაინიშნა დამატებითი დრო, მაგრამ გასარკვევი ვერც იქ გაირკვა. პენალტების სერია კი უფრო ზუსტად შოთას გუნდმა შეასრულა და ჯგუფურ ეტაპზეც მოხვდა.
ევროპა ლიგა. პლეი ოფი. საპასუხო მატჩები
პაოკ (საბ)-დინამო (საქ) 2:0 (3:0)
ყარაბაღი (აზე)-გიოტებორგი (შვე) 3:0 (0:1)
ბრონდბიუ (დან)-პანათინაიკოსი (საბ) 1:1 (0:3)
გრასჰოპერსი (შვც)-ფენერბაჰჩე (თურ) 0:2 (0:3)
ლიბერეცი (ჩეხ)-ლარნაკა (კვი) 3:0 (1:0)
რუსენბორგი (ნორ)-აუსტრია (ავს) 1:2 (1:2)
პარტიზანი (ალბ)-კრასნოდარი (რუს) 0:0 (0:4)
ალკმაარი (ჰოლ)-ვოივოდინა (სერ) 0:0 (2:2)
ანდერლეხტი (ბელ)-სლავია (ჩეხ) 3:0 (3:0)
ბატე (ბლრ)-ასტანა (ყაზ) 2:2 (0:2)
გენკი (ბელ)-ლოკომოტივა (ხორ) 2:0 (2:2)
ოსმანლი (თურ)-მიდტიულანდი (დან) 2:0 (1:0)
შკენდია (მაკ)-გენტი (ბელ) 0:4 (1:2)
სპარტა (ჩეხ)-სონდერიისკე (დან) 3:2 (0:0)
მარიბორი (სლო)-გაბალა (აზე) 1:0 (1:3)
ცრვენა ზვეზდა (სერ)-სასუოლო (იტა) 1:1 (0:3)
სენტ ეტიენი (საფ)-ბეითარი (ისრ) 0:0 (2:1)
ვესტ ჰემი (ინგ)-ასტრა (რუმ) 0:1 (1:1)
რაპიდი (ავს)-ტრენჩინი (სლკ) 0:2 (4:0)
შახტარი (უკრ)-ბაშაქშეჰირი (თურ) 2:0 (2:1)
ჰაიდუკი (ხორ)-მაკაბი (ისრ) 2:1, პენ 3:4 (1:2)
ოლიმპიაკოსი (საბ)-აროუკა (პორ) დდ 2:1 (1:0).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"