ლეგიონი ევროპალიგაში: არველაძე, კვეკვესკირი და ქვილითაია ჯგუფში

AutoSharing Option
25 აგვისტოს, ევროპა ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩები გაიმართა. ამ შეხვედრებში ქართველ ლეგიონერთა გუნდებიც მონაწილეობდნენ.

პრაღის "სლავიამ", პირველი მატჩის დარად, მეორე შეხვედრაც წააგო (0:3) ბელგიაში, იქაურ "ანდერლეხტთან". სტუმართა შორის ტრავმის გამო არ უთამაშია ლევან ყენიას. ის გუნდს ბელგიაში წაჰყვა, თუმცა წინასამატჩო ვარჯიშისას კუნთი დაეჭიმა.

ბატე-სა და "ასტანას" შეხვედრაში ფრე დაფიქსირდა - 2:2. პირველი მატჩი შინ ყაზახებმა მოიგეს (2:0) და ჯგუფურ ეტაპზეც მოხვდნენ. ბატე-ს რიგებში სათადარიგო იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია.

ევროპალიგის ჯგუფში ზედიზედ მეორედ მოხვდა ნიკა კვეკვესკირის "გაბალა".
აზერბაიჯანელებმა სტუმრად 0:1 წააგეს "მარიბორთან", მაგრამ პირველი შეხვედრა 3:1 ჰქონდათ მოგებული. კვეკვესკირმა მინდორზე 90 წუთი გაატარა.

გიორგი ქვილითაიას "რაპიდმა" პირველი, საგარეო შეხვედრა 4:0 მოუგო სლოვაკურ "ტრენჩინს", საპასუხო მატჩში კი 0:2 დამარცხდა. ამის მიუხედავად, ავსტრიული გრანდი ევროპალიგის ჯგუფში მოხვდა. ქვილითაიას ტრავმის გამო არ უთამაშია.

შოთა არველაძის "მაკაბიმ" ისრაელში მოპოვებული გამარჯვების (2:1) შემდეგ, გასვლაზე იმავე ანგარიშით წააგო სპლიტის "ჰაიდუკთან". დაინიშნა დამატებითი დრო, მაგრამ გასარკვევი ვერც იქ გაირკვა. პენალტების სერია კი უფრო ზუსტად შოთას გუნდმა შეასრულა და ჯგუფურ ეტაპზეც მოხვდა.

ევროპა ლიგა. პლეი ოფი. საპასუხო მატჩები
პაოკ (საბ)-დინამო (საქ) 2:0 (3:0)
ყარაბაღი (აზე)-გიოტებორგი (შვე) 3:0 (0:1)
ბრონდბიუ (დან)-პანათინაიკოსი (საბ) 1:1 (0:3)
გრასჰოპერსი (შვც)-ფენერბაჰჩე (თურ) 0:2 (0:3)
ლიბერეცი (ჩეხ)-ლარნაკა (კვი) 3:0 (1:0)
რუსენბორგი (ნორ)-აუსტრია (ავს) 1:2 (1:2)
პარტიზანი (ალბ)-კრასნოდარი (რუს) 0:0 (0:4)
ალკმაარი (ჰოლ)-ვოივოდინა (სერ) 0:0 (2:2)
ანდერლეხტი (ბელ)-სლავია (ჩეხ) 3:0 (3:0)
ბატე (ბლრ)-ასტანა (ყაზ) 2:2 (0:2)
გენკი (ბელ)-ლოკომოტივა (ხორ) 2:0 (2:2)
ოსმანლი (თურ)-მიდტიულანდი (დან) 2:0 (1:0)
შკენდია (მაკ)-გენტი (ბელ) 0:4 (1:2)
სპარტა (ჩეხ)-სონდერიისკე (დან) 3:2 (0:0)
მარიბორი (სლო)-გაბალა (აზე) 1:0 (1:3)
ცრვენა ზვეზდა (სერ)-სასუოლო (იტა) 1:1 (0:3)
სენტ ეტიენი (საფ)-ბეითარი (ისრ) 0:0 (2:1)
ვესტ ჰემი (ინგ)-ასტრა (რუმ) 0:1 (1:1)
რაპიდი (ავს)-ტრენჩინი (სლკ) 0:2 (4:0)
შახტარი (უკრ)-ბაშაქშეჰირი (თურ) 2:0 (2:1)
ჰაიდუკი (ხორ)-მაკაბი (ისრ) 2:1, პენ 3:4 (1:2)
ოლიმპიაკოსი (საბ)-აროუკა (პორ) დდ 2:1 (1:0).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ყოჩახ შოთა ყოჩახ. მაგარი ხარ მაგარი.კაისერსი 2ჯერ 4/5 ადგილი ;კასიმპასჰასი 2ჯერ 4/5 ადგილი მაგ გუნდებისტვის ჩემპიონობის ტოლპასია. მაკაბიც უეფას ქვეჯგუფსი გაიყვანე იმედია ცელს ჩემპიონობას მოგილოცავთ
dato
26 აგვისტო 2016 14:00
0
მაგარი ხარ შოთა ყოჩახ ზაან გულშემატკივრობს მტელი საკარტველო მიდი შეუბერე შენ გენაცვალე შენ.იკნებ რამე გვეშველოს და ერტი ორი პეხბურტელი სენც ცაიყვანო მერე ტორე აკ ცუდ დჰესი არიან
zura
26 აგვისტო 2016 13:53
0
ქვილითაია ჯგუფში ვერ ითამაშებს იმიტომ რომ დინამოში აქვს ნათამაშები ამ სეზონში
gio
26 აგვისტო 2016 13:32
0
სტატიის ავტორს, ამ სამეულის გარდა კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს ჯგუფურ ეტაპზე, ეს არის ჯაბა ლიპარტია, ლუგანსკის ზორია რომელიც უკრაინის ჩემპიონატში გამოდის. პ.ს სანამ რაიმეს დაწერთ უმჯობესი კარგად გადაამოწმოთ ხოლმე ინფორმაცია, სხვათა შორის მერამდენედ გაძლევთ შენიშვნას ანალოგიურ ინფორმაციებზე
bebe
26 აგვისტო 2016 12:31
0
აზერბაიჯანის უმახლეს ლიგასთან შედარებით ჩვენ გვყავს მეორე ლიგის გუნდები..იტყვიან მერე ქართველებმა ამათზე უფრო მეტად არ ვიცითო ფეხბურთი,,ვინც იცის ის ტოვებს შედეგს,,ჩვენ კი არა ვაისი არ არის აზრზე.გუნდი რო არ ყავს ისეთ ფეხბურთელეს და 10 წუთი რო ტამაშობენ თავიანთ გუნდებში იმათ აყენებს სასტავში
amera
26 აგვისტო 2016 12:08
0
ისღა დაგვრჩენია რომ ჩვენებურების ხათრით აზერბაიჯანის, ისრაელის და ყაზახეთის კლუბებს ვუგულშემატკივროთ.
saakadze
26 აგვისტო 2016 12:01
0
რა ღვინო ბმვ ქალები ჩემო კახა:)ღვინო მარჯვენა საჭე იაპონიიდან და ქალები მაქსიმუმ პუტანკები:)))
Kaxa
26 აგვისტო 2016 11:41
0
წინა წელსაც ორი ჰყავდა აზერბაიჯანს და ყარაბახი უკვე ზედიზედ მესამედ გადის ჯგუფში საერთო ჯამში აზერებს 6 გასვლა დაუგროვდათ ჩვენ კიდევ...
svani-ს
26 აგვისტო 2016 11:40
0
წინაზეც 2 ჰყავდათ
sdfs
26 აგვისტო 2016 11:16
0
ჩვენ ღვინო ბმვ ქალებიი.
კახა
26 აგვისტო 2016 11:13
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული