Life.ru: საბა კვირკველია "რუბინის" ხელმძღვანელობისგან 1-წლიან იჯარას ითხოვს

AutoSharing Option
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 3 დღით ადრე, კვლავაც უცნობად რჩება საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" მცველ საბა კვირკველიას მომავალი.

კვირკველიას კლუბის ხელმძღვანელობასთან უთანხმოება ჰქონდა და როგორც თავად აცხადებდა, თუ სიტუაცია არ გამოსწორდებოდა, კლუბს გამოიცვლიდა. ეჭვის დონეზე, ინფორმაცია მოსკოვის "სპარტაკსა" და "კრასნოდარზეც" გავრცელდა - ორივე რუსულ კლუბს ქართველი მცველი სურსო...

რუსულ life.ru-ს ინფორმაციით, კვირკველია კლუბის ხელმძღვანელობისგან მის ან სხვა გუნდში გაყიდვას, ან 1 წლით იჯარით გაშვებას ითხოვს.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ყაზანის მერი "რუბინის" მთავარი მწვრთნელის მუშაობით უკმაყოფილოა და დღეს
მას პირადადაც შეხვდება. ესპანელი მთავარი მწვრთნელით უკმაყოფილონი არიან ფეხბურთელებიც და არა მხოლოდ ისინი, ვინც მან ტრანსფერზე დააყენა, არამედ გუნდის კიდევ 8 ფეხბურთელი.

შეგახსენებთ, რომ 5 ტურის შემდეგ ყაზანელებს მხოლოდ 2 ფრე აქვთ და 2 ქულით სატურნირო ცხრილში მე-14 პოზიციაზე იმყოფებიან.
მკითხველის კომენტარები / 6 /
..... :)))) ...საბა მაგარიხარ და უფრო და უფრო მეტს მიაგწევ
vaxtan
30 აგვისტო 2016 12:06
0
მაგ ქვეყანაში, რომ არ გადასული არ გახდებოდა ასეთი ცნობილი და რუსეთის გაგონებაზე ავტომატურად გინების დაწყება არ არის აუცილებელი. გვჯერა ისედაც, რომ პატრიოტები ხართ, დაჯექით ხუთიანი.
დათო
29 აგვისტო 2016 20:54
0
ქარტული სენია, სადაც ხარ იქ საქმე არ უნდა გაფუჩო, გაქაჩა რუბინმა და მერე ფეხებზე დაიკიდა, ახლა გუნდტან კონტრაქტი აქ და შეუდზლია გუნდმა ფინანსები ფეხებზე დაიკიდოს და კონტრაქტის დამტავრებამდე ახეხიოს სკამი, ეხვერწოს ახლა
gurami
29 აგვისტო 2016 19:47
0
ჰო ძალიან გინდათ ჰო ეგეც ასათიანივით ჩAლპეს.
giga
29 აგვისტო 2016 17:37
0
ხომ რა უნდა მაგ ნაგავ ქვეყანაში, არ ჯობია ყაზახეთში ან კვიპროსში თამაში?:)
gigas
29 აგვისტო 2016 15:38
0
გაგიხდა ჰო სახვეწარი, კიდე დიდხანს დარჩი მაგ ნაგავ ქვეყანაში და კაი ჩიტს დაიჭერ.
giga
29 აგვისტო 2016 14:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული