"აქ არ მენდობიან და რა ვქნა?" - ქიმერიძეს "როსტოვის" და რუსეთის ნაკრების ვარიანტი აქვს

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრი აკაკი ქიმერიძე კარიერას, სავარაუდოდ, "როსტოვში" გააგრძელებს.

ქიმერიძე, რომელიც 17-წლამდელთა ნაკრებში გოჩა ავსაჯანიშვილის მწვრთნელობის პერიოდში გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო, მწვრთნელის შეცვლის შემდეგ ნაკრებში აღარ გამოჩენილა. ტრანსფერთან და ამ საკითხთან დაკავშირებით თავად ფეხბურთელს ვესაუბრეთ. აღმოჩნდა, რომ ქიმერიძეს უკვე რუსეთის ასაკობრივ ნაკრებშიც იწვევენ და გამომდინარე იქიდან, რომ აქ შანსი არ ეძლევა, სერიოზულად ფიქრობს მოქალაქეობის შეცვლასა და საქართველოს ნაკრების პერსპექტივაზე უარის თქმას.

"დეკემბერში, როცა 17-წლამდელთა ნაკრები მინსკის ტურნირზე მიემგზავრებოდა, გუნდში ვიყავი გამოძახებული. თუმცა, სანამ ნაკრები შეკრებას დაიწყებდა, უკვე ვიცოდი,
რომ ბოლო მომენტში გადაიფიქრებდნენ და ჩემს ნაცვლად სხვა ფეხბურთელს წაიყვანდნენ. თუ რატომ, ამასაც მოგიყვებით...

მოგეხსენებათ, ზუსტად იმ პერიოდში დონეცკის "შახტარი" იყო ჩემით დაინტერესებული. საქმე იმაშია, რომ მაშინ ჩემს ძმას ერთერთი ქართველი აგენტი გაესაუბრა. ასე უთქვამს, "შახტარში" გაუჭირდება გადასვლა, ამიტომ, ნუ იქნება 35-ე სკოლაში და "შახტარის" ვარიანტის ლოდინს, სჯობს, საქართველოს უმაღლესი ლიგის რომელიმე გუნდში გადავიდეს, მე ვუპატრონებო, რაზეც ჩემი ძმისგან უარი მიიღო - "შახტარი" გვსურდა. ამიტომ აღნიშნული წინადადებით სხვა ფეხბურთელს მიმართა, რომელიც დათანხმდა და ჩემს ნაცვლად უკვე მას უხმეს ნაკრებში. მე კი მინსკში ტურნირზე აღარ წამიყვანეს, სადაც "შახტარის" წარმომადგენლები უნდა ჩამოსულიყვნენ და საქმეში ვენახე...

17-წლამდელთა ნაკრების ვარჯიში ფრჩხილის ტრავმის გამო გამოვტოვე, თუმცა იმ ტკივილმა ერთ დღეში გამიარა. ჩვეულებრივად შემეძლო თამაში, მაგრამ ორი დღე მაინც დამასვენეს - ასე მეუბნებოდნენ, მინსკის ტურნირზე მიგვყავხარ და ნუ გაირთულებო. არადა, შემეძლო ვარჯიში და მსურდა კიდეც, მაგრამ უარზე იყვნენ. მეორე დღეს დამიბარეს და მეუბნებიან, ვეღარ მოდიხარ მინსკში, თანაც, სხვადასხვა მიზეზები დამისახელეს: ერთმა ტრავმის გამოო, მეორე წონას აბრალებდა, მესამე კი მეუბნებოდა, ფორმაში არ ხარო.

იმის მერე გაფართოებულ 30-კაციან შეკრებაზეც არ წამიყვანეს.

ამასობაში, ჩემი საუკეთესო წლებიც გადის და მირჩევნია იქ წავიდე, სადაც ვითამაშებ, სადაც დამაფასებენ და სადაც ჩემს შესაძლებლობებს დაინახავენ.

განაწყენებული ვარ... 13-წლამდელებიდან მოყოლებული, არცერთი შეკრება არ გამომიტოვებია. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩემი გაკეთებული პასით გავიდა ნაკრები ელიტრაუნდში და ელიტრაუნდში აღარ გამომიძახეს. გული დამწყდა შემდგომ ჩვენი ნაკრების წარუმატებლობის გამო - ამ ეტაპამდე მისვლაში წვლილი ხომ მეც მქონდა შეტანილი.

ახლა "როსტოვის" დუბლების ვარიანტი მაქვს... ქართულმა კლუბებმა უარი მითხრეს: თბილისის "დინამომ", "ლოკომოტივმა", "საბურთალომ"...

"ლოკომოტივში" ჩემს პოზიციაზე არ დამაყენეს. კაცმა არ იცოდა, მომიწევდა თუ არა იქ საერთოდ თამაში. სწორედ ამის მერე შევაგროვე ჩემი ნათამაშები მატჩების ვიდეოები, გოლები - ყველა მასალა, რაც კი არსებობდა და ერთერთ რუს აგენტს გადავუგზავნე. მან რამდენიმე კლუბს გააცნო ეს მასალა, რის შემდეგაც რუსეთის პირველი ლიგის გუნდებიდან მივიღე შემოთავაზებები. არჩევანი, საბოლოოდ, "როსტოვზე" შევაჩერე. უახლოეს დღეებში ჩავალ იქ და კონტრაქტის პირობებზე დავილაპარაკებთ.

ეგ კი არა, პასპორტის გაკეთება და რუსეთის ასაკობრივ ნაკრებში თამაშიც კი შემომთავაზეს. ალბათ, დავთანხმდები. რა თქმა უნდა, ჩემი ოცნება საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურის მორგებაა, მაგრამ ასაკობრივ ნაკრებში აღარ მაძლევენ შანსს და ეროვნულში ვინღა გამომიძახებს?!

არაუშავს, დიდი ფეხბურთის სათამაშოდ ვიბრძოლებ. ყველას დავუმტკიცებ, რომ ნაკრებში ყოფნას ვიმსახურებ და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებ! პრინციპში, ეს ისედაც იციან, მაგრამ...", - ამბობს ქიმერიძე.
მკითხველის კომენტარები / 43 /
წადი ბიჭი წადი და სადაც დაგიფასებენ იქ ითამაშე
jj bufon
30 აგვისტო 2016 11:27
0
კაკი წარმატებები. მართალი ხარ რაც ახალი მწვრთნელი ყიფიანი დაინიშნა ავსაჯანას ბიჭებს აღარ გიწვევთ ნაკრებში.რას იზამ საქართველოა ,ნაცნობობა და ბოღმა ღუპავს ქართულ ფეხბურთს.
vaspa
30 აგვისტო 2016 11:18
0
ჩვენდა სამწუხაროდ ამ ბიჭის ბედშია ძალიან ბევრია.წადი და ითამაშე იქ სადაც დაგაფასებენ
beqa
30 აგვისტო 2016 11:14
0
მართლაც არეული აქვს ამ ბავშვს თავგზა.ვერ დამაჯერებთ რომ საქართველოს არცერთ გუნდს არ აჰყავს და შახტიორში ან როსტოვში შეუძლია თამაში.17 წლის ბიჭი მხოლოდ ვარჯიშზე და წინსვლაზე უნდა ფიქრობდეს და არა კონტრაქტზე.ხომ ნახეთ რა უყო ნაადრევმა დიდმა ფეხბურთმა ყენიას და მჭედლიძეს,ქრონიკული ტრავმები .
რეზო
30 აგვისტო 2016 10:44
0
თქვენ ჭკუის კოლოფებო და ვაიპატრიოტებო დაანებეთ ამ ბიჭს თავი, თვითონ სადაც ისურვებს იქ ითამაშებს არაა თქვენი გადასაწყვეტი
xxx
30 აგვისტო 2016 10:24
0
Exlandeli u19 ro vnaxe vinebi gkavt gamodzaxebuli shemrcxva koveltvis lideri iko esbavshvi nakrebshi da su amisgolebit igebdit tamashss sirrcxvilia am.bavshvis xelidan gashveba rusuli gundebidan da nakrebjdan aris daintereseba da kartvelebi uars eubnebit? Rogor aridzaaxrbt ambavshvs nakrebshi ese dakarget vachiberidzec da kidebevrs dakargavt tkveni propesorobit araperi areshveleba kartul pexburts davai kimer miaweki ik itamashe sadac shentvis karginikneba warmatebebi!
lasha
30 აგვისტო 2016 10:19
0
კაკი, გული არ გაიტეხო ჯიგრი, შენ არ დაიკარგები. არამც და არამც გული არ გაიტეხი.
თაზო
30 აგვისტო 2016 10:08
0
აკაკი, წადი, წადი. გინდა რუსეთის ნაკრებშიც ითამაშე და არ იფიქრო იმაზე რას იტყვის ვიღაც ხელმოცარული, ვითომ გულშემატკივარი საქართველოში. რაც შენ საქმეს გამოადგება, ის გააკეთე. თუ გევასება საქართველო და გიყვარს, გულში გქონდეს და შანსს ყოველთვის იპოვი რომ შენი გასაკეთებელი გაუკეთო შენ ქვეყანას და ვალმოხდილად ჩათვალო თავი. ეგ კი არა, ამ ეტაპზე ქართულ გუნდებს და საქართველოს ნაკრებს ჯობია რუსეთის ნაკრები პროფესიულად გაზრდისთვის. ეგენი საქართველოში ვეღარაფერს გასწავლიან. მაგათი მაქსიმუმი ის არის, რაც უკვე მოგცეს. აბა, წარმატებები!!
odala
30 აგვისტო 2016 10:01
0
ყველა გავიძახით ქართულ ფეხბურთში უწესრიგობაა და იმიტომ ვარ ასეთ ცუდ დღეშიო, რომ ნაკრებიც და უფრო მეტიც გუნდებიც კი ჩაწყობა-მოწყობით კომპლექტდებაო.როდესაც კაცი გამოდის და ასეთ თითქმის კონკრეტულ პირებზე ამბობს ასეთ, რბილად რომ ვთქვათ, ქმედებებზე, სულ ცოტა ფედერაცია უნდა დაინტერესდეს ამ საკითხის სრულად გასარკვევად, არაფერია გასაკვირი, შეიძლება ამ მონაყოლში არის სუბიექტივიზმი, მაგრამ უბედურება ის არის, რომ მონაყოლი ამბები რეალურად ხდება ქართულ ფეხბურთში. ბატონ კობიაშვილს ვთხოვ, თუნდაც როგორც ქარტული ფეხბურთის ქომაგი და თუნდაც როგორც ამომრჩეველი აუცილებლად გაერკვეს ამ საკითხსი, რადგან ყველაზე დიდ შეხვედრაზე ამომრჩეველთან და არა ერთხელ დავუსვამ კითხვას ამ საკითხის შესახებ. ამ ხალხის კი გამკვირვებია კაცი თავის გასაჭირს გვიყვება, რომელიც ჩვენი უფრო დიდი გასაჭირია და პირიქით დაუწყეს შედავება. გამოქომაგების მაგივრად.
gizog
30 აგვისტო 2016 09:42
0
სადაც კარგად იქნება იქ უნდა იყოს,ამაზე კარგი ვინ გვყავს ასაკობრივ ნაკრებში რომ გვიჩაგრავენ... უფალი შენთან
guja
30 აგვისტო 2016 09:40
0

სიახლეები პოპულარული