ვაკო ყაზაიშვილი კონტრაქტის გასაფორმებლად სასწრაფოდ ვარშავაში გაემგზავრა

AutoSharing Option
როგორც Sportalll.ge-მ სანდო წყაროსგან შეიტყო, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და არნემის "ვიტესის" შემტევი ვაკო ყაზაიშვილი თბილისიდან სასწრაფოდ ვარშავაში გაემგზავრა, რათა ადგილობრივ კლუბ "ლეგიასთან" 1-წლიან იჯარაზე კონტრაქტს ხელი მოაწეროს.

23 წლის ფეხბურთელი პოლონურ კლუბში დღესვე გაივლის სამედიცინო შემოწმებას, რის შემდეგაც გააფორმებს კიდეც ხელშეკრულებას. ამასთან, ცნობილია, რომ კონტრაქტში გათვალისწინებული იქნება სეზონის ბოლოს მისი "ვიტესისგან" გამოსყიდვის შესაძლებლობაც.

დიდი ალბათობით, ყაზაიშვილი სამშობლოში ხვალ, 31 აგვისტოს დაბრუნდება და ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება, რომელიც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევში სასტარტო მატჩისთვის ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით ემზადება.

შეგახსენებთ, რომ "ლეგია"
წელს ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. ვარშაველები ჯგუფში მადრიდის "რეალთან", დორტმუნდის "ბორუსიასთან" და "სპორტინგთან" ერთად მოხვდნენ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
აუ ლიგაზე ქართველი როდის იყო ბოლოს კალაძე მარტო და კობი მეტი ვინ ?
ika
30 აგვისტო 2016 18:03
0
ბოლოს როდის ითამაშა ქართველმა ლიგაზე? ეგეც თქვით
nodarichi123
30 აგვისტო 2016 17:11
0
სტანდარტი კი არ დაიწია, პირიქით სერიოზულ ნაბიჯს დგამს. ჩემპიონთა ლიგაზე უნდა თავის გამოჩენა. წარმატებები!
ანდრი
30 აგვისტო 2016 16:55
0
თუ ათამაშებენ მშვენიერი გუნდია ლეგია თუ არა და რა აზრი აქვს სკამზე სად იჯდება ვიტესში ლეგიაში თუ მერანში?! წარმატებები ვაკო!!!
ashota
30 აგვისტო 2016 16:23
0
რატო რა,ლეგია ცუდი გუნდია ტი მოსკოვის სპარტაკს ან ლოკომოტივს ცამოუვარდება რამიტ?მე მომცონს ტუ კი ეს ინფო სარტლეა
bacho
30 აგვისტო 2016 14:26
0
Rogorc yoveltvis daiwia standartebma ariqa top klubebs ereqcia aqvt ise u.dat amis yidvao da exla legiashi gadadis sagol
Davinchi
30 აგვისტო 2016 13:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული