[ექსკლუზივი] ექიმებმა - გულიო... თორნიკე ოქრიაშვილი და "მარსელი" ჩაიშალა

AutoSharing Option
30 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციებით, თორნიკე ოქრიაშვილი "მარსელში" ჩაირიცხა ან უარეს შემთხვევაში, დღეს უნდა ჩარიცხულიყო. მოკლედ, ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ფრანგული ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდთან კონტრაქტი გააფორმა.

ეს მოლაპარაკება თვეზე მეტხანს მიმდინარეობდა. ის ესპანეთთან ამხანაგური მატჩის შემდეგ დაიწყო, ოღონდ ხეტაფეს სტადიონზე "ფურია როხას" კარში ოქრიაშვილის მიერ გატანილი გოლი არაფერ შუაში იყო - ფრანგები ქართველით მანამდეც იყვნენ დაინტერესებულები.

"მარსელთან" პირველი მოლაპარაკება სწორედ ხსენებული მატჩის მერე შედგა. მოლაპარაკების პროცესი ოქრიაშვილის მენეჯერმა მამუკა ამიროვმა და "გენკის" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა იაკობ გიუნტერმა წარმართეს. ქართველის
ბელგიურ კლუბში წაყვანა ამ უკანასკნელის იდეა იყო, ხოლო, როცა ოქრიაშვილი "გენკიდან" წამოვიდა, ცდილობდა, მას ძლიერ კლუბში მოწყობაში დახმარებოდა...

ამასობაში, "გენკი" ფრანგებს სატრანსფერო ფასზე დაელაპარაკა და შეუთანხმდა კიდეც. 30 აგვისტოს თორნიკე მარსელში ჩავიდა და სამედიცინო შემოწმება გაიარა, საღამოს კი კლუბის ხელმძღვანელებთან ერთად კონტრაქტზე საბოლოოდ დაილაპარაკა და ხელმოწერაც დაიგეგმა.

საინტერესოა, რომ ბევრს სასაცილოდ არ ეყო, როცა "ლელომ" დაწერა, რომ სოლიდურ ფრანგულ კლუბში ჩარიცხვის იმედად, ოქრიაშვილმა უარით გაისტუმრა ჰოლანდიური "ტვენტე", ბუნდესლიგაში აღზევებული "ლაიპციგი", თურქული სუპერლიგის ბინადარი "გაზიანთეფი", მდიდარი რუსული კლუბი "ურალი"... ქართული ფეხბურთისადმი ნდობა იმდენად დაკარგულია, რომ ბევრს ოქრიაშვილით "მარსელის" დაინტერესება ზღაპარი ეგონა.

სამწუხაროდ, მოლაპარაკება სამედიცინო შემოწმების შედეგებმა ჩაშალა - გვიან ღამით შევიტყვეთ, რომ კონტრაქტზე ხელმოსაწერად გამზადებული მხარეები სწორედ ამან შეაფერხა. 24 წლის ფეხბურთელს გულის მცირე პრობლემა აღმოუჩინეს. ის დღეს ბელგიაში ჩავა, სადაც 20-დღიან რეაბილიტაციას გაივლის.

პრობლემა სერიოზული არ არის, თუმცა ფაქტია - უმნიშვნელოვანესი ტრანსფერი კი ჩაშალა.

სამწუხაროა ისიც, რომ ოქრიაშვილი ამის გამო ნაკრებს 5 სექტემბერს ავსტრიასთან თბილისურ შეხვედრაშიც ვერ დაეხმარება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 30 /
წუხელ–სიხარული,დღეს დილიდან –შოკი(((თუ დასკვნა სიმართლეა,თორნიკეს გვერდში დადგომა,გამხნევება ჭირდება...პ.ს.20დღიან რეაბილიტაციას მარსელი ვერ დაელოდებოდა?
zaza
31 აგვისტო 2016 12:57
0
მგონია რომ ცინიკურ და ბოღმიან კომენტარებს უნდა შევეშვათ და მხარში დავუდგეთ დღეისთვის ნაკრების ყველაზე ძლიერ ფეხბურთელს, რომელსაც არ აქვს იოლი ხასიათი და ბევრი დააკლო საკუთარ თავს ამით, მაგრამ ნაკრებში თავი არასოდეს დაუზოგავს და ვინც ნაკრების თამაშს უყურებს ამას ყველა ხედავს.არც ჩემი ახლობელია და არც არაფერი, ამიტომ არ ვწერ, უბრალოდ ყველას ერთი საზომით გაზომვა არ შეიძლება, წარმატებები და ჯანმრთელობა ოქრიაშვილს!
valderrama
31 აგვისტო 2016 12:45
0
ოქრიაშვიტან და ფეხბურტელებტან არანაირი პრენტეზია არ მაქ მე, მე მაქ პრეტენზია ჯურნალისტებტან, რას გვაბოლებტ, წერონ სიმარტლე, მიმდინარეობს მოლაპარიკება და ზუსტ პასუხს გეტყვიტ როცა მოლაპარიკება დამტავრდება, ასე არ ჯობია, გინდ დინამს და ნაკრების ტამაშების დაწყებამდე წერენ უეჩველი მოუგებტ და ბლატაობენ, ფეხბურტელებსაც სტრეს კიდებენ, არ გვყავს ჩვენ ისეტი გუნდები და ნაკრები ვინმესტან წინასწარ მოგება რომ დავგეგმოტ, ფეხბურტელებს სტრეს ტუ არ ავკიდებტ, შეუდზლიატ ტანბრად ეტამაშონ დიდი გუნდებს მაგრამ ან მოიგებენ ან ვერ, ასეტი გუნდები და ნაკრები გვყავს დგეს ჩვენ და ასე უნდა დაიწეროს სიმარტლე ჯურნალისტმა, ცხადაზეს კონდა გამონატება მაგრამ რამდენი ტამში წაგო გაიხსენეტ და რამდენ ბოდიშს იხდიდა, კეცბა პირდაპირ ამბობდა და არ მოგვწონდა.
gurami
31 აგვისტო 2016 12:24
0
ამბობთ მარსელში შემოწმება ვერ გაიარა და აღარ აიყვანაო . თუ ეს ყველაფერი სიმართლეა ოქრუაშვილი ან ფეხბურთს უნდა შეეშვას ან ისეთ გუნდში ითამაშოს სადაც სირბლი რომ არ დაჭირდება ანუ ქართულ რომელიმე კლუბში. ამ კაცს იწვევდნენ ნაკრებში და ამის იმედი ქონდათ კარგით რა სამედიცინო შემოწმებას რომ ვერ გაივლი და მითუმეტეს გულის პრობლემით არ ვიცი რა უნდა თქვა ხო მართლა ტორნიკეს გული და ჯამრთელობა არ არის დამაკმაყოფილებელი მარსელისთვის იმიტომრომ რომ იქ სხვა დატვირთვაა გულზე უფრო მეტი ვაჯიში მეტი სირბილი სისწრაფე და ამის გული კი არ არის ამისთვის მზად და ვერც გაუძლებს ესაა და ეს მხოლოდ. რაც კარგად გამოდით ქართველ ფეხბურთელებს იმას მიაწვეს ანუ ივარჯიშოს რა სელფის გადაღებაში .
koki
31 აგვისტო 2016 12:17
0
არ შეირგო ამ ბიჭმა ნიჭი. სანამ ასაკი ხელს უწყობს იშრომოს, თორემ მწარედ ინანებს.
Nika
31 აგვისტო 2016 11:21
0
სერიოზული თუ არაფერია და 20 დღიანი სარეაბილიტაციო კურსი შველის, მარსელი ვერ გაუკეთებდა მაგას? გუნდს როცა ფეხბურთელი მართლა უნდა თავად უგვარებს ყველა პრობლემას მათ შორის სავიზო და ა.შ.

დაანებეთ თავი საკუთარი მცდარი სტატიების გაპრავებას
ზღაპარ იყო
31 აგვისტო 2016 10:52
0
სანდო წყარომ გვითხრა ხელი მოწერილი აქვსოო, ე ბიჭო თუ არ იცით ბოლომდე გადავიდა თუ არა რას დებთ ამ ნიუსებს..
პიტერ
31 აგვისტო 2016 10:39
0
მარსელის ტრანსფერი და მერე ეგ გულის ამბავი, ნეტა ჟურნალისტის ფანტაზია ხომ არ არის? :D
giga
31 აგვისტო 2016 10:39
0
მარტალი ხარ zviadi. სულ ტყულა ანერვიულებენ ამ ხალხს
111
31 აგვისტო 2016 10:34
0
ვისაც სპორტთან შეხება ჰქონია იმისთვის დასაჯერებელია და ვინც კლავიატურის დონეზე ერკვევა სპორტში იმათთვის სულ ერთია მაინც ბალ-ტყემალივითაა ეს საქმე. ოქრიაშვილს რომ პრობლემა ჰქონდა ამას მე პირადად "გენკში" თამაშისასაც ვამჩნევდი. ის ვერ უძლებდა იმ დატვირთვებს აშკარად ჩანდა არადა ტექნიკურად ყველაზე ძლიერი იყო, ამიტომაც მოიშორეს ბელგიელებმა ჩუმად და ზედმეტი ხმაურის გარეშე. მაგრამ სერიოზულმა შემოწმებამ პრობლემა გამოაჩინა. იმედია უსაშველო არაფერია და ექნება ისევ ნორმალურ გუნდში თამაშის შანსი.
.........
31 აგვისტო 2016 10:23
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული