დღის კარიკატურა: ვაკო ყაზაიშვილმა ჩემპიონთა ლიგაში შეაბიჯა

AutoSharing Option
იყო დრო, ჩემპიონთა ლიგაზე ერთბაშად რამდენიმე წარმომადგენელი გვყავდა. ზოგი გოლებით გვახარებდა, ზოგი სულაც საჩემპიონო გუნდში თამაშობდა. მაგალითად, კახა კალაძე, რომელმაც 2003 და 2007 წლებში "მილანის" მაისურით ჩემპიონთა თასი აღმართა.

ბოლო დროს საქმე ცუდადაა - სამმა სეზონმა ისე განვლო, ლიგაზე ერთ ქართველსაც არ უთამაშია. ბოლოს 2013 წელს ჯანო ანანიძე ასპარეზობდა, თუმცა "სპარტაკის" ექვსიდან სამი მატჩი ითამაშა.

ამ კვირაში ვარშავის "ლეგიაში" ვაკო ყაზაიშვილი გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამწლიანი შესვენების შემდეგ ქართველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდა.

ასე რომ, ლიგაზე ერთი საქომაგო ობიექტი გაგვიჩნდა,
თუმცა დაგვეთანხმებით, ერთი ძალიან ცოტაა...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული