რომან ჭანტურია "ემპოლიდან" "ჰონვედში" გადავიდა

AutoSharing Option
31 აგვისტოს, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე წუთებით ადრე, "ემპოლიმ" საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი რომან ჭანტურია იჯარით უნგრულ "ჰონვედში" გაუშვა.

თურმე მისი აყვანა იჯარით რანგით მესამე დივიზიონის "ტუტოკუოიოს" სურდა, სადაც ირაკლი შეყილაძე თამაშობს, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილება "ჰონვედის" სასარგებლოდ მიიღეს.

"პიანეტა ემპოლი" წერს, რომ ახლა ახალგაზრდა ქართველი ფორვარდისთვის სათამაშო პრაქტიკა ბევრს ნიშნავს, "ემპოლიში" კი მას ეს არ ექნებოდა.

ასე რომ, "ემპოლიში" მხოლოდ ერთი ქართველი რჩება - ლევან მჭედლიძე.

"ჰონვედი" დიდი წარსულის მქონე გუნდია, თუმცა შარშანდელი სეზონი მან მხოლოდ მე-8 ადგილზე დაასრულა, წლევანდელ ჩემპიონატში
კი ჯერჯერობით, მე-5 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ემპოლის ასაკობრივ გუნდებში თამაშს უნგრეთი ნამდვილად სჯობს, ოღონდ სათამაშო დრო უნდა მიეცეს.
kika
09:42 02-09-2016
0

სიახლეები პოპულარული