ჯაბა კანკავას გუნდმა გაყიდა მოწინავე ფეხბურთელები მანდი (4 მილიონი ევრო), დე პრევილი (5) და ონიანგი (2), მაგრამ დაიტოვა ქართველი ნახევარმცველი. გუნდმა იხეირა კრიხოვიაკის ტრანსფერითაც პსჟ-ში, რადგან პოლონელი მისი ყოფილი ფეხბურთელია.
"ჩვენ შეგვეძლო კანკავას გასხვისებაც, მაგრამ არ იყო პრაქტიკული და ჩვენთვის მისაღები შემოთავაზება. გადაწყდა, კანკავა ჩვენთან დარჩება. ის ნამდვილი პროფესიონალია და ერთად შევეცდებით მიზნის მიღწევას".