ფრანგული მედია: თორნიკე ოქრიაშვილი და "მარსელი" გამორიცხული არაა

AutoSharing Option
ფრანგული მედია საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევის, თორნიკე ოქრიაშვილის "მარსელში" გადასვლას არ გამორიცხავს.

როგორც Foot-sur7.fr თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, ოქრიაშვილი ვარიანტებს სანაკრებო მატჩის შემდეგ განიხილავს, თამაში კი მას საფრანგეთის ლიგა 1-ში სურს. ამასთანავე, წყაროს ცნობით, მას მერე, რაც ქართველმა ფეხბურთელმა "გენკთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა, "მარსელისგან" საბოლოო პასუხის მოლოდინშია. როგორც ირკვევა, "მარსელს" ოქრიაშვილზე საბოლოო უარი ჯერ არ უთქვამს.

ოქრიაშვილის ჩაგდებულ სამედიცინო შემოწმებაზე ფრანგები წერენ, რომ ქართველ ფეხბურთელს ინფექციური მონონუკლეოზი აღმოაჩნდა, რომლისგან გამოჯანმრთელებას დაახლოებით თვე დასჭირდება. ამის გამო შესაძლოა, "მარსელმა" 24
წლის შემტევი საბოლოოდ მაინც დაიმატოს.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე ოქრიაშვილი ამჟამად თბილისშია და ეროვნულ ნაკრებთან ერთად, ავსტრიასთან მატჩისთვის ემზადება, რომელიც "დინამო არენაზე" 5 სექტემბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 14 /
შრომა უნდა გააგრძელოს და აუცილებლათ გაუმართლებს,მარსელში თუ მოხვდება ძალიან კარგი იქნება მისთვის და ნაკრებისთვის.მის ნაკრებში გამოძახებას ალბათ სულ სხვა დატვირთვა აქვს,თორემ სათამაშოდ ალბათ მზად ვერ იქნება ამდენი უთამაშებლობების გამო.
bebeto
13:46 03-09-2016
0
უკეთესი ნამდვილად არ გვყავს მაგრამ გვყავდა ქინქლაძის სახით და ამ აქეთ იქით ბოდიალში დაამთავრა კარიერა ახსოვს მარტო სიტის გულშემატკივარს და ჩვენ ვისაც გვიყურებია და გაფართოებული თვალებით გამოუშვივართ სტადიონიდან არ მინდა ამ ბიჭმაც მისი ბედი გაიზიაროს მაგრამ სამწუხაროდ მის გზას ადგას მახსოვს როგორ არ თამაშობდა ძალით აიაქსში და თოენიკეს გენკში ყოფნის მზგავსია და ამის შემდეგ როგორც განვითარდა მოვლენები ყელამ კარგათ იცით ქინქლაძე დაიკარგა თოენიკე ვნახოთ
Mamuka
12:47 03-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული