პოლონელი საფეხბურთო აგენტი: ვაკოს ტრანსფერი ყველაზე საინტერესოა!

AutoSharing Option
პოლონურმა საიტმა przegladsportowy.pl-მა პოლონური კლუბების ზაფხულის სატრანსფერო აქტივობა, სტუმრად მიწვეულ, ერთ-ერთი ცნობილ პოლონელ საფეხბურთო აგენტთან ერთად შეაჯამა.

აღსანიშნავია, რომ აგენტი "ლეგიას" მიერ განხორციელებულ ტრანსფერებში ყველაზე საინტერესოდ ვაკო ყაზაიშვილის გადაბირებას მიიჩნევს.

"რამდენიმე გარიგება განხორციელდა, მაგრამ, ვფიქრობ, ყველაზე საინტერესო მაინც ვაკო ყაზაიშვილის ტრანსფერი ჩანს. ვფიქრობ, "ლეგიას" მთავარმა მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგაზე ერთი ახალგაზრდა ფორვარდი უნდა მოსინჯოს და ეს აუცილებლად ვაკო უნდა იყოს.

პირველი მატჩი რომც ვერ ჩაატაროს სათანადო დონეზე, მაინც საკმაო გამოცდილებას მიიღებს სამომავლოდ.
და თუ "ლეგია", იჯარის ვადის გასვლის შემდეგ ყაზაიშვილს გამოისყიდის და დაიტოვებს, მომავალში ძალიან გამოადგება", - თქვა აგენტმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვაკო წარმატებებს გისურვებ, ხომ იცი მხოლოდ დიდი შრომის შედეგად მიიღწევა ყველაფერი საუკეთესოსთვის!
giorgi
19:27 03-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული