11 გოლი 35 წუთში - სანდრო კობახიძემ "ვორსკლაში" ბომბარდირული თვისებები გამოავლინა

AutoSharing Option
გუშინ, 7 სექტემბერს, პოლტავის "ვორსკლამ", რომლის ღირსებას სანდრო კობახიძე იცავს, საღამოს ვარჯიშის დროს მინი-ტურნირი ჩაატარა.

"ვორსკლას" ფეხბურთელებისგან ოთხი ხუთკაციანი გუნდი დაკომპლექტდა, რომლებიც ერთმანეთს გაეჯიბრნენ. გამარჯვება ყველა სერიის ჯამში "მწვანეებს" დარჩათ, საუკეთესო ბომბარდირი კი ქართველი ნახევარმცველი გახდა, რომელმაც 35 წუთში 11 გოლის გატანა მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების 29 წლის ნახევარმცველი პოლტავის გუნდში ამ ზაფხულს გადავიდა. "ვორსკლა" უკრაინის მიმდინარე ჩემპიონატში 9 ქულით მე-4 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 10 სექტემბერს, "ვოლინის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
დაუშვილს საერთოდ გოლი აქ გატანილი? გინდ ნაკრებში გინდ კლუბში, ვარჯიშებზე არ ვგულისხმობ
davit15
22:58 08-09-2016
0
თავდამსხმელის პრობლემა გქონდეს და ასეთ ფეხბურთელს სკამზე ტოვებდე:)))
შოკირებული გულშემატკივარი
15:06 08-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული