შოთა არველაძე პრესკონფერენციაზე საკუთარ ნათქვამს თავად თარგმნიდა

AutoSharing Option
როგორც sport-express.ru წერს, ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის წინასამატჩო პრესკონფერენციაზე, თელ-ავივის "მაკაბის" მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე საკუთარ ნათქვამს თავად თარგმნიდა.

არველაძის "მაკაბი" დღეს სანქტ-პეტერბურგის "ზენიტს" უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

- როგორ შეაფასებდით ჯგუფს?
- ფავორიტი "ზენიტია". კარგი მატჩი გველოდება, მაგრამ მჯერა, კარგად ვითამაშებთ როგორც პირველ მატჩში, ისე ზოგადად ჯგუფშიც. "მაკაბის" კარგი ფეხბურთის თამაში შეუძლია, - დაიწყო არველაძემ ინგლისურად.

- შეიძლება რუსულად დაგისვათ კითხვა? - დაინტერესდნენ რუსი ჟურნალისტები
- კი, რა თქმა უნდა, - უპასუხა არველაძემ.

- რამდენად
ხართ კმაყოფილი კენჭისყრით? ერთის მხრივ, რუსული კლუბი, მეორეს მხრივ კი "ალკმაარი", სადაც ადრე გითამაშიათ...
- გამიხარდა. ძველ ნაცნობებთან თამაში ყოველთვის საინტერესოა. პეტერბურგში სკოლის დამთავრებისას ვიყავი. მიყვარს ეს ქალაქი, მაგრამ ფეხბურთის მიზეზით არასდროს მიწევდა იქ ჩასვლა. ახლა ჩავალ. მიხარია, რომ კიდევ ერთხელ ჩავალ ჰოლანდიაშიც...

- ფრე კარგი შედეგი იქნება?
- პლეი ოფში გასვლა გვსურს.

მომდევნო კითხვა ისევ ინგლისურ ენაზე დაისვა, რომელსაც არველაძემ უპასუხა, მაგრამ თარჯიმანის შემყურე, რომელსაც რუსულად საუბარი უჭირდა, თარგმნა თავად ითავა.

- გინდა, მე ვუთარგმნი?, - გაეღიმა არველაძეს და იქვე გააგრძელა. - "შესაძლოა, რამდენიმე მოთამაშე გამოვცვალო, მაგრამ სათამაშო სქემა ერთი გვაქვს დ ამის შეცვლას არ ვაპირებ".
მკითხველის კომენტარები / 4 /
შოთაზე ვგიჟდები რაა,უწესიერესი კაცი
მიხა
23:19 15-09-2016
0
წარმატებები შოთა!
saakadze
15:51 15-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული