"კრასნოდარი" მთავარ მწვრთნელად შოთა არველაძის კანდიდატურას განიხილავს

AutoSharing Option
Матч ТВ-ის ინფორმაციით თელ ავივის "მაქაბის" ქართველი მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე "კრასნოდარის" თავკაცად დანიშვნის კანდიდატთა სიაში მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ არველაძე "მაქაბის" 2016 წელს ჩაუდგა სათავეში.

ადრე "კრასნოდარის" პრესსამსახურმა განაცხადა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის ოლეგ კონონოვის წასვლის შესახებ განცხადება დააკამყოფილა.

ამ დროისთვის "კრასნოდარი" რუსეთის ჩემპიონატში მე-8 ადგილს იკავებს.

პირველი მატჩი ევროპალიგაზე "კრასნოდარმა" "ზალცბურგს" მოუგო.

აქვე გეტყვით, რომ "კრასნოდარში" ქართველი ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი თამაშობს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნეტა რად უნდა კრასნოდრს რა წარმატებული მწრტვნელია
ledi
10:06 19-09-2016
0
ხო აიყვანეთ ეს სხვანაირად ოქრიაშვილს მოედანი არ ეღირსება
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული