ვაკო ყაზაიშვილს დიდი ალბათობით რაიან გიგზი გაწვრთნის

AutoSharing Option
ვარშავის "ლეგია", რომლის რიგებშიც საქართველოს ნაკრების წევრი ვაკო ყაზაიშვილი ასპარეზობს, შესაძლოა, რაიან გიგზმა გაწვრთნას.

ბრიტანული და პოლონური მედიის ინფორმაციით, პოლონური კლუბი გიგზს უკვე დაუკავშირდა და მხარეებს შორის მოლაპარაკებები საკმაოდ წარმატებულადაც მიმდინარეობს. გიგზი წარსულში "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი იყო, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ კი ამავე კლუბში ჯერ დევიდ მოიესის, შემდეგ კი ლუი ვან გაალის ასისტენტად მუშაობდა. კლუბში  ახალ მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს მისვლის შემდეგ კი გიგზმა "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვა და ამჟამად უმუშევარია.

შეგახსენებთ, რომ "ლეგია" მე-9 ტურში შინ "ზაგლებიესთან" ყაზაიშვილის გარეშე ანგარიშით
2:3 დამარცხდა, მატჩის დასრულების შემდეგ გუნდის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელი ბესნიკ ჰასი გაათავისუფლა, მწვრთნელის მოვალეობების შესრულება კი ალექსანდარ ვუკოვიჩს დაეკისრა, რომელიც კლუბში სწორედ ჰასის ასისტენტი იყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული