გიორგი არაბიძე: საქართველოს ნაკრებში თამაში მინდა. მაგრამ დრო გადის და არ მიწვევენ

AutoSharing Option
გიორგი არაბიძე თანახმაა, უკრაინის ნაკრებში ითამაშოს - ასეთი ხმები გავრცელდა და ბევრმა ირწმუნა, რომ დონეცკის "შახტარის" ახალგაზრდული გუნდის შემტევი ნახევარმცველი ამ ნაბიჯის გადადგმას მართლა აპირებდა.

ჭორს უნიკალური თვისება აქვს, ავტორი და გამავრცელებელი უცნობია. ახალგაზრდა ფეხბურთელის დედამ, ლელა ბრეგვაძემ ეს ხმები უარყო და აღნიშნა, რომ იცის კიდეც, ვინ ავრცელებს ჭორებს.

- გიორგი არაბიძეს უკრაინის მოქალაქეობას სთავაზობენ, მაგრამ...

მოგვიანებით თავად ფეხბურთელს დავუკავშირდით. გიორგი არაბიძემ "ლელოსთან" მოკლე ინტერვიუში უკრაინელების მხრიდან ინტერესი დაადასტურა:

- პირადად მე, საქართველოს ნაკრებში თამაში მინდა. მაგრამ დრო გადის და
ნაკრებებში არ მიწვევენ. ძალაუნებურად, ვფიქრობ - ხომ არ სჯობია, იქ ვითამაშო, სადაც ინტერესი აქვთ და მაფასებენ?

- ...და რამე გადაწყვეტილება მიიღეთ?
- ჯერ უკრაინის პასპორტი არ ამიღია და ამაზე არ ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებში თამაში მინდა.

- უკრაინელები რომელ ნაკრებში გიწვევენ?
- ეროვნულში არა, ასაკობრივზეა ლაპარაკი, მაგრამ მეტი დაკონკრეტება არ ყოფილა. ეს ზოგადი შემოთავაზება იყო, მსურდა თუ არა მოქალაქეობის შეცვლა.

- კონკრეტულად ვინ დაგელაპარაკათ?
- როგორც მითხრეს, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები იყვნენ.

- ანუ, რომ დათანხმდეთ, მეორე დღესვე უკრაინის პასპორტს მოგცემენ?
- თანახმა რომ ვყოფილიყავი, უკრაინის მოქალაქე ახლაც ვიქნებოდი. მაგრამ ამაზე თავს ვიკავებ.

- დონეცკის "შახტარში" თქვენი საქმეები როგორ მიდის? წლეულს ძირითად გუნდში არ გითამაშიათ...
- ახლა "შახტარის" ახალგაზრდულ გუნდში ვთამაშობ. მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ზამთარში მთავარ გუნდში გადამიყვანენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 25 /
დავით 67-ს - იმითაა ნაკლები რომ დუბლები დუბლებია. გადავიდეს დიდებში ითამაშოს თუნდაც სხვა გუნდში და გამოიძახებენ. ეს შახტარის დუბლები რა გახდა.
Kote
09:55 26-09-2016
0
ბევრი მარტალი და ზოგი არასწორი კომენტარებია, ასერი სემტხვევა უკვე იყო ეხლა ფეხბურტელის გვარს და სახელს არ დავასახელებ მაგ წლოვანებაში ერტერტი გამორჩეული იყო რუსეტზეც უარიტქვა და უკრაინაზეცსაქარტველოს ასაკობრივშიც კი არ გამოიძახეს და ეხლა აქაა ერტერტპროვინციულ გუნდში. ელემენტარულია, რომ ფეხბურტელისათვის თამაშია აუცილებელი და მით უმეტეს საქარტველოს ნაკრებიდიდი მოტივაციაა წინსვლისათვის როგორც დაოსტტების ასევე კარიერული წინსვლისათვის რა ფორმაციისაც არ უნდა იყოს წლოვანების მიხედვით ამან გამოიწვია ის რომ შედარებით მოუკლო იმ ფეხბურტელმა ვისზეც ვგულისხმობ რომ წასულიყო მას თითქმის აუცილებლად გამოიზახებდნენ და შეეხვეწებოდნენ ნაკრებშითამაშს ესეც გვახსოვსროგორ იდგა ანანიძის საკითხი ან რუსეთი ან საქარძტველო მან საქართველო აირჩია იმ ფეხბურტელმაც საქარძტველო აირცია და თითქმის გაკეზტყებული გადასვლა რუსეთის გუნდში ჩაიშალა მაგრამ ვერც კარიერული წინსვლა შედგა (არ გამოიზახეს და არ იზახებენ ნაკრებში)და ვერც ოსტატობის ამაღლება! არ მინდა ვინმეს ვაწყენიო მაგრამ გუში სევადგინე საქრტველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებუ;თა ისმდგომარეობა რაშიც ის გუნდებია სადაც ისინი თამაშობენ ძირითადად ბოლო ადგილებზე ან წარუმატებელ გუნდებში მოთამაშეების გამოზახებას რა აზრი აქვს? არ გამიკვირდებბა თუკი მომდევნო ორივე თამაშს დათმობს ეროვნული ნაკრებიდასკვნა ერტია აქ მხოლოდ ილუზია იქმნება რომ ვინმეს ესმის და უნდა ქართული ფეხბურთის აღორძინება წინსვლააქაც მერკანტილური მოსაზრება ზეიმობს საფეხბურტო საქმოსნები ნაკრების(სხვადასხვა ასაკობრივი)მწვრთნელებთან ერტად მუშაობენ მატ მიერ შერჩეული ფავორიტების გასაქაჩად რადგან მსოფლიო საქართველოს არბთვლის საფეხბურთო ქვეყნად და თუკი ნაკრებშიც არ გიძახებენ მიზერი შანსია რაიმეწინსვლის კარიერული თუ პროფესიონალური დაოსტატების აი ესაა სიმართლე რომელიც ალბათ ზოგს არ მოეწონებარა ვქნა როდემდე ვიყოთ ჩუმად?
სანდრო
22:03 25-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული