გთავაზობთ ჩვენთვის საინტერესო მონაკვეთებს.
- გახსოვს "სპარტაკში" პირველი დღე?
- რა თქმა უნდა! ყველა ფიქრობდა, რომ ფრანგი ვიყავი და უკვირდათ ჩემი ქართველობა. 16 წლის ასაკში თამაში დუბლებში დავიწყე, შემდეგ ძირითად შემადგენლობაშიც მოვხვდი.
- პირველი შეხვედრა დასამახსოვრებელი გამოდგა.
- კი, 16 წლის ასაკში თასზე ვითამაშე და "კრასნოდარს" გავუტანე. შემდეგ 17 წლის ასაკში "ლოკომოტივს" ჩემპიონატში გავუტანე...
- სეზონი შთამებჭდავად ჯერ კიდევ დმიტრი ალენიჩევის მწვრთნელობისას დაიწყე. გამოდის, რომ
- ალენიჩევს შეკრებაზე ვყავდი. ამ დროს კარერა უკვე გუნდში იყო და ყველაფერს ხედავდა. ალენიჩევი ისევე მენდობოდა, როგორც ახლა კარერა. ნდობა კი უმნიშვნელოვანესია. ალბათ, ამიტომაც ვამართლებ მოლოდინებს.
- რა არის შენი მთავარი მოტივაცია ამ სეზონში?
- თამაში, მოგება და გოლების გატანა.
- გუნდის მთავარ მწვრთნელ მასიმო კარერას უკვე უთხარი, რომ ბოჟოვიჩი "პატარა პირლოს" გეძახდა?
- შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ კარერამ თავად მითხრა: "პასის მანერით პირლოს ჰგავხარო". მაგრამ პირლომდე ბევრი მაკლია.
რაც შეეხება კარერას, მისი მოსმენისას ზოგჯერ მგონია, რომ იტალიურად ყველაფერი მესმის.
- რომელ იტალიურ სიტყვას ხმარობს კარერა ყველაზე ხშირად?
- Veloce - ანუ უფრო სწრაფად. უფრო სწრაფი შეტევა, ბურთის უფრო მალე მიტანა მეტოქის საჯარიმომდე. ერთი სიტყვით, სწრაფად თამაშს ითხოვს.
- ემოციებით კარერა ქართველს ჰგავს?
- დიახ, ის ძალიან ემოციურია და ეს ჩვენც გვეხმარება. ჩვენამდე შეუძლია იმის მოტანა, რაც სურს.
- შემოთავაზებები თუ გაქვს სხვა გუნდებიდან?
- სიმართლეს გეტყვით: ყოველდღე მირეკავენ რუსული და ევროპული გუნდებიდან. მაგრამ პაუზა ავიღე. "სპარტაკი" ჩემი მშობლიური სახლია და აქ მსურს დარჩენა. თუმცა კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ჯერ შემოთავაზება არ მქონია. ბევრჯერ მითქვამს, რომ თუ აქედან წასვლა მომიწია, პრიორიტეტი ევროპაა.
ყველამ იცის, რომ კონტრაქტი სეზონის ბოლოს მეწურება. სწორედ ამიტომაც მირეკავენ. ესპანეთი, გერმანია, ინგლისი - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, საიდანაც კონკრეტული ვარიანტები მაქვს, მაგრამ თუ "სპარტაკმა" კონტრაქტის გახანგრძლივება შემომთავაზა, დავრჩები.