ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

კახა ცხადაძე: რაც "ქაირათში" ვმუშაობ, ასე არასდროს გაგვჭირვებია

AutoSharing Option
ყაზახეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე კახა ცხადაძის "ქაირათი" მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება ლიდერ "ასტანას". აღსანიშნავია, რომ დარჩენილი შეხვედრებიდან "ქაირათს" ერთი სწორედ "ასტანასთან" აქვს, თან შინ.

ბოლო ტურში ალმათელებმა სტუმრად "აქტიობე" 1:0 დაამარცხეს. აი, რა თქვა მატჩის შემდეგ კახა ცხადაძემ:

"ეს იყო ყველაზე მძიმე გამარჯვება, რაც "ქაირათში" ვმუშაობ. ეს, რა თქმა უნდა, კომპლიმენტია "აქტიობესთვის". ჩვენი გუნდისა და "ასტანას" წინააღმდეგ ყველა გაორმაგებული ძალებით თამაშობს.

შუა კვირაში თამაშის გამო, ცოტა გადაღლილები ვიყავით, მაგრამ სამი ქულის მოპოვება შევძელით. ჩემპიონობისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. მადლობა ფანებს,
რომლებიც ამ სიშორეზე გამოგვყვნენ".
ასევე დაგაინტერესებთ