"ლეგიას" მწვრთნელი ვაკო ყაზაიშვილის პოზიციის შეცვლაზე ფიქრობს

AutoSharing Option
ვარშავის "ლეგიას" მთავარმა მწვრთნელმა იაცეკ მაგერამ გუნდის ქართველ ფეხბურთელ ვაკო ყაზაიშვილზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ყაზაიშვილი, რომელსაც პოლონური მედია და პოლონელი ექსპერტები "ლეგიას" ყველაზე საინტერესო და კარგ ტრანსფერად თვლიდნენ, გუნდის შემადგენლობაში ვერ ხვდება, ჩემპიონთა ლიგაზე "სპორტინგის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში კი საერთოდ 18-კაციან განაცხადს მიღმა დარჩა.

"ვაკო ძალიან კარგი და ნიჭით აღსავსე ფეხბურთელია. ცხადია, უახლოეს მატჩებში ის გუნდს ძალიან გამოადგება. მას ხუთშაბათს ვესაუბრე. ავუხსენი, თუ როგორ იმედს ვამყარებ მასზე და ვკითხე, თუ რა პოზიციაზე ურჩევნია თამაში.

ჩემი აზრით, ვაკოს მარცხენა ფლანგზეც შეუძლია
თამაში. ვნახოთ, რა იქნება - მოთმინებაა საჭირო", - ციტირებს მწვრთნელს Sport.pl.
მკითხველის კომენტარები / 4 /
აბსოლუტურად გეთანხმებით ბატონო არჩილ,არამგონია ლეგიაში ვაკო განვითარდეს...
ბესო ჯიბლაძე
02:05 02-10-2016
0
ამ ..... მწვრთნელმა არ იცოდა ეს ჩვენი ყაზაიშვილი ვინ იყო, რა ფეხბურთს თამაშობდა, რომელ პოზიციაზე?! რისთვის ყიდულობდა სკამზე რომ დაესვა და მერე ემარჩიელა სად ვათამაშოო?! აქ ერთმა სწორად შენიშნა, კარში არ დააყენონ და სხვას არ ვჩივიო?! საკვირველი ამბავია!
არჩილ ხოფერია
10:36 01-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული