ვაკო ყაზაიშვილის დებიუტი პოლონეთის ექსტრაკლასაში "ლეხიასთან" შედგა

AutoSharing Option
გუშინ, 1-ელ ოქტომბერს პოლონეთის ექსტრაკლასას მე-11 ტურის მატჩები გაიმართა. პოლონეთის ჩემპიონატში დებიუტი ჰქონდა ქართველ ფეხბურთელ ვაკო ყაზაიშვილს.

ყაზაიშვილის ვარშავის "ლეგიამ" "ლეხიას" უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 გაანადგურა. ვაკო სათადარიგო სკამზე იყო და მოედანზე 77-ე წუთზე შევიდა, როცა ანგარიში 3:0 იყო. ყაზაიშვილმა დუბლის ავტორი გილიერმე შეცვალა.

მატჩის დასრულების შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იაცეკ მაგერამ კომენტარი გააკეთა: "გუნდში კვლავაც არსებობს პრობლემები და მათ მოგვარებაზე ვმუშაობთ. ახლა სანაკრებო პაუზაა, მაგრამ ვინც თავის ქვეყნის ნაკრებში არაა გამოძახებული, გუნდთან ერთად ივარჯიშებს. რაც შეეხება ყაზაიშვილს, ჯერაც არ
ვიცი, მზადაა თუ არა ის შემდეგ ტურში 90 წუთის სათამაშოდ. დავაკვირდები და თუ დავრწმუნდი, რომ მზადაა, ითამაშებს".
მკითხველის კომენტარები / 2 /
დავითი: გეთანხმები, მართლა არ მისცეს პასი რამოდენიმეჯერ, თან ისეთ კარგ პოზიციაზე იყო სულ. მაგიტომაც თვითონ მარტოც ათრიაა ბურთი მთელი სტადიონი და ხიფათიც შექმნა. ისე აქ როგორც წერენ იმ დროს შევიდა, 76 თუ 77 იყო. 3:0 იგებდნენ და სხვები შენარჩუნებაზე თამაშობდნენ და მაგიტომაც ვერ გამოიყენა უკეთესად ის დრო რომ არ უტევდენ ბოლოს.
irakli
20:03 02-10-2016
0
59-ეზე კი არა დაახლოებით მე80 წუთი იყო რომ შევიდა ვაკო ძაან აქტიურად ჩაერთო თამაშში. მაგდენი დრო რომ მიცემოდა როგორც აქ წერთ უეჭველი შეაგდებდა გოლს.
p.s.
რამდენჯერმე კარგად გაიხსნა და პასი არ მიცეს საერთოთ თითქოს აიგნორებდნენ მოედანზე. ვინც უყურა დამეთანხმება
daviti
12:11 02-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული