17 ოქტომბერს ათენური გუნდი ლარისას აელ-ს ეწვევა და ქართველმა სპეციალისტმა ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა მოიგოს.
იმავე წყაროს ინფორმაციით, აეკ-ის დირექტორთა საბჭოში ქეცბაიასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იყო. თუ დანიელ მაისტროვიჩი ქეცბაიას მოხსნას უჭერდა მხარს, დიმიტრის მელისანიდისი ამის წინააღმდეგი იყო. მას კვლავ სჯერა ქართველი სპეციალისტის პოტენციალის, მიუხედავად "ოლიმპიაკოსთან" გუნდის მძიმე მარცხისა (0:3).