გამოკითხვაში, რომელშიც სამი ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, გაიმარჯვა ვაკო გვილიამ, მეორე ადგილზე ჯანო ანანიძე გავიდა, მესამეზე - დავით სხირტლაძე.
- Sportall.ge-ს მკითხველებმა სექტემბრის 3 საუკეთესო ლეგიონერი დაასახელეს
მკითხველების შემდეგ 8 ნომინანტიდან საუკეთესოები საიტის რედაქციამაც დაასახელა.
12 ქულით გაიმარჯვა ვაკო გვილიამ, რომელიც ბელორუსის ბატე-ს ღირსებას იცავს. მეორე ადგილზე 5 ქულით "კრილია სოვეტოვის" მეკარე გიორგი ლორია გავიდა, მესამეზე 4 ქულით - "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე.
სამეულში ვერ მოხვდნენ, მაგრამ ქულები მიიღეს: დავით ხოჭოლავამ
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ლეგიონერების თამაშის შეფასებისას მხოლოდ საკლუბო მატჩებს ვიღებთ მხედველობაში.