ვეცადე, მაგრამ არ გამიმართლა - ვაკო ყაზაიშვილის "ლეგიამ" ისევ წააგო

AutoSharing Option
14 ოქტომბერს, პოლონეთის ექსტრაკლასას მე-12 ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.

ვაკო ყაზაიშვილის
"ლეგია" "პოგონიას" ესტუმრა და ანგარიშით 3:2 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 67-ე წუთზე გამოჩნდა. მატჩის დასრულების შემდეგ ვაკომ ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა.

"გოლის გატანას ვეცადე, მაგრამ არ გამიმართლა. კიდევ ერთ გოლს ნამდვილად ვიმსახურებდით, თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა", - ციტირებს ყაზაიშვილს legia.com-ი.

საიტმა gol24.pl-მა ფეხბურთელები 8-ქულიანი სისტემით შეაფასა. ყაზაიშვილს შესაძლო 8-ქულიდან 3 უწერია.

"შეიძლება მასში რაიმე განსაკუთრებული მართლაც არსებობს, თუმცა ჯერ ვერ დავინახეთ. მისმა მოედანზე
გამოჩენამ დიდი ეფექტი ვერ მოახდინა გუნდის შეტევებზე", - წერს პოლონური საიტი.

ტურის მეორე შეხვედრაში გიორგი მერებაშვილის "ვისლა" სტუმრად "კრაკოვიასთან" დამარცხდა - 0:1. მერებაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, 61-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო.

13 ქულით "ლეგია" სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა, "ვისლა" კი კი 15 ქულით მეშვიდეა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რთულია ჟორდანიას "კრიშის" გარეშე თამაში და მოგება?
namdvili zaza
19:09 15-10-2016
0
მე მჯერა რო ვაკო გაიბრწყინებს, და ეს რაღაც აჟიტირებული კრიტიკაც დაცხრება მის გარშემო, წარმატებები
algeti
18:16 15-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული