რუსეთში უკვირთ, რომ ზურაბ ხიზანიშვილი ჯერაც ფეხბურთს თამაშობს [PHOTO]

AutoSharing Option
რუსულმა საიტმა Sports.ru-მ სტატია იმ ფეხბურთელებს მიუძღვნა, ვინც გულშემატკივართა დიდმა ნაწილმა უკვე მიივიწყა, მაგრამ ფეხბურთის თამაშს ჯერაც აგრძელებენ.

მასალაში, სახელად "ზე რობერტო და კიდევ 33 ფეხბურთელი, რომელიც თურმე აგრძელებს კარიერას", საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, 35 წლის ზურაბ ხიზანიშვილიცაა შეყვანილი.

როგორც საიტი წერს, ხიზანიშვილმა გულშემატკივარს თავი შოტლანდიურ "რეინჯერსში", ინგლისურ "ბლექბერნსა" და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოსვლით დაამახსოვრა, ამჟამად კი ბაქოს "ინტერში" თამაშობს.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან კარგი მემკვიდრეა,მადლობა ზურა შენ როგორც ფეხბურთელს და მადლობა ზურას რომ მისი სახით საქართველოს ყავს საამაყო შვილი. მადლობა ოჯახს.დიდი პატივისცემით..
MAIA.N
14:54 18-10-2016
0
ძალიან საიმედო ფეხბურთელია. მაგის სიზარმაცე მოერანზე არავის უნახავს. მამაც ასეთი იყო. დიდი მადლობა ორივეს
ვანო
12:15 18-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული