კვიპროსული მედია: "ანორთოსისს" ისევ თემურ ქეცბაია გაწვრთნის

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელი თემურ ქეცბაია კვიპროსულ "ანორთოსისს" გაწვრთნის. აღნიშნულ ინფორმაციას კვიპროსული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბის ხელმძღვანელობა მთავარ მწვრთნელ ანტონიო პუჩეს მუშაობით უკმაყოფილო იყო და უკვე თანამდებობიდან გაათავისუფლა კიდეც, მის ნაცვლად კი კლუბს სწორედ თემურ ქეცბაია ჩაიბარებს.

შეგახსენებთ, რომ ქეცბაია წარსულში "ანორთოსისში" თამაშობდა და კლუბს წვრთნიდა კიდეც. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში კლუბი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველად მოხვდა.

ამჟამად თემურ ქეცბაია ათენის აეკ-ის მთავარი მწვრთნელია. 17 სექტემბერს მისმა გუნდმა მე-7 ტურში სტუმრად "ლარისას" ანგარიშით 2:1 მოუგო და
საბერძნეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე გადავიდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ქეცბა მაგარი კაცი ხარ, გენაცვალე. კარგად ხარ აეკში და კიპრზე დაბრუნება არამგონია შედიოდეს ქეცბას ინტერესში. ალბათ, უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.. წარმატებები თემო!
georgian
18:26 18-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული