თემურ ქეცბაია ათენის აეკ-ის მწვრთნელობიდან გაათავისუფლეს

AutoSharing Option
დღეს ათენის აეკ-მა თემურ ქეცბაია მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა.

"აეკ-ი აცხადებს, რომ დასრულებულია თანამშრომლობა მწვრთნელ თემურ ქეცბაიასთან. ჩვენ მას მადლობას ვუხდით გაწეული შრომისათვის და წარმატებას ვუსურვებთ შემდგომ კარიერაში", - წერს აეკ-ის ოფიციალური საიტი.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა სპეციალისტმა აეკ-ი ამ ზაფხულს ჩაიბარა და მხოლოდ 4 თვე იმუშავა ათენურ გრანდში. ხუთი ტურის შემდეგ აეკ-ი 10 ქულით მე-3 ადგილზეა და მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება "ოლიმპიაკოსს". სავარაუდოდ, მას ვერ აპატიეს "ოლიმპიაკოსთან" 0:3 მარცხი.

კვიპროსული მედი
ის ცნობით, ქართველი მწვრთნელი "ანორთოსისის" პრეზიდენტთან მოლაპარაკებას აწარმოებს და შესაძლოა, ის ყოფილ გუნდში დაბრუნდეს.
მკითხველის კომენტარები / 25 /
ძალიან ცუდია.. აეკ-ის ხელმძღვანელობას თავში ჭკუა არ ჰქონია..ინანებენ მალე.
ქეცბა წარმატებები!
Georgian
16:19 19-10-2016
0
თემო სანამ ტვინიდან დაცვით ფეხბურთს არ ამოიგდებ მანამ წარმატებას ვერსად მიახწევ.
kaxa
12:07 19-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული